პოლიტიკა

შეიტანეთ და შემოიტანეთ

№17

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 02.05, 2022 წელი

შეიტანეთ და შემოიტანეთ
დაკოპირებულია

თუმცა ჩვენ ჩვენი გაგვჭირვებია და „ნატოს“ - თავისი, ნატოს გენმდივნის თანაშემწის მოადგილე (როგორც ჩვენში ამბობენ, ყვავი ჩხიკვის მამიდაო) თბილისში მაინც გვეწვია (და იქნებ კარგიცაა, რომ „ყვავი ჩხიკვის მამიდა“ და არა თვით „ყვავი“ და „ჩხიკვი“) და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა (საჯაროდ), „... „ნატოს“ კარი ღიაა ყველა ევროპული დემოკრატიისთვის, ვინც ესწრაფვის ალიანსის წევრობას.“

გულის დასამშვიდებლად ან იქნებ მეტი თვალსაჩინოებისთვის დასძინა, რომ ამ ცხად პოლიტიკას (კარი რომ ღიაა) სამიტის დოკუმენტშიც ვიხილავთ, რომელიც ამა წლის ივნისის ბოლოს გამოქვეყნდება. მოკლედ, მთავარი გზავნილი მაინც, ალბათ, ეს იყო (იმიტომ რომ „ნატოს“ ღია კარზე ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძე აკაკუნებდა, ის კი პრეზიდენტი აღარაა, აგერ უკვე 19 წელია), საქართველოს დიდი სირთულეები აქვს რუსეთთანო (არადა, იმაზე მეტი არა, ვიდრე 2008 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც პრ. ობამა პრ. მედვედევს არაერთხელ შეხვდა და გადატვირთვა შესთავაზა, მეტიც, გამოგვივიდაო), ამიტომაც გაიმეორა თავისი ფავორიტი ფრაზა: თუმცა ისედაც ბევრი საქართველოა „ნატოში“ და პირიქით, კიდევ უფრო მეტი „ნატო“ უნდა შემოვიტანოთ საქართველოში და მეტი საქართველო შევიტანოთ „ნატოშიო“ (რადგან დედაწულიანად 3.7 მილიონი ვართ, მთელ „ნატოს“ ვერ ვეყოფით, ამდენად, ვითომ გამრავლებაში უნდა წაგვეხმარონ?!). ოღონდ, ზედაც, შენიშნა, მართალია, ბევრი რამ გავაკეთეთ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამაა, რის გაკეთებაც შეგვიძლიაო. თუმცა მხოლოდ ერთი მიმართულება დაასახელა – კიბერუსაფრთხოება. რაკი დანარჩენი საკითხებისა არაფერი ვიცი, იმედს ვიტოვებ, რომ ბ-ნი აპატურაის მიზანი მეორე ფრონტის გახსნის წაქეზება არ ყოფილა, ვინაიდან უკრაინის მაგალითიც (თუ საკუთარზე ვერ ვსწავლობთ) მოწმობს, რომ მაქსიმალური დახმარება შეიარაღების მოწოდებაა, ამიტომ აქვე უნდა შევნიშნო, რომ ეს 3.7 მილიონი ვერ ვეყოფით, ხოლო, თუ მათ უფრო მეტი საქართველოს შეტანა უნდათ „ნატოში“, ვფიქრობ, ჯობია, კარი მიხურონ, სანამ უკრაინის საკითხი არ გაირკვევა, სხვათა შორის, ძალიან პრაგმატული მოსაზრებით, თუ ჩვენგან არაფერი დარჩა, მეტ „ნატოს“, აბა, როგორ შემოვიტანთ?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი