პოლიტიკა

შავი კატის 7 გაელვება?!

№43

ავტორი: ნინო ხაჩიძე 12:00

ამბები
დაკოპირებულია

ანუ მისაბარებლები

რაკი არაფერია მუდმივი ამ ცოდვილ დედამიწაზე ამ მცხუნვარე მზის ქვეშ, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორისაც გაიელვა შავმა კატამ და იმდენად შავმაც კი, რომ, ბრიტანული მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ანკარას თურქეთის პრეზიდენტის მთავარი მრჩევლის (ვინმე ოქთაი სარალის) თანამდებობიდან გათავისუფლება მოსთხოვა.

რატომ და იმიტომ, რომ ამ ბატონმა აზერბაიჯანის სკოლებში რელიგიური თავსაბურავის, მაშასადამე, ჰიჯაბის ტარების შეზღუდვა გააკრიტიკა. ეს ამბავი ერთ-ერთმა თურქულმა გაზეთმაც გაავრცელა, ისტორია კი 12 ოქტომბერს გამწვავებულა, როდესაც ხსენებულმა ოქთაი სარალმა აზერბაიჯანში თავსაბურავიანი მოსწავლეებისთვის განათლების მიღების შეზღუდვა არა მხოლოდ გააკრიტიკა. არამედ ბაქოს შესაბამისი გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდა, რაზეც მაშინვე ირეაგირა აზერბაიჯანის მმართველმა პარტიამ და ეს კრიტიკა, ზედაც, მოწოდება აზერბაიჯანის საშინაო საქმეებში ჩარევად მიიჩნია და ორი ქვეყნის ურთიერთობებისთვის საზიანოდაც შეაფასა. უფრო მეტიც, უკვე 19 ოქტომბერს აზერბაიჯანის გენპროკურატურამ თურქეთში მცხოვრები შვიდი პირის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო და მათ აზერბაიჯანში ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის, კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი შეცვლისკენ მოწოდებასა და რელიგიური სიძულვილის გაღვივებაში დასდო ბრალი. ბაქოს სასამართლომ კი შვიდივეს დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა და მათზე საერთაშორისო ძებნაც გამოაცხადა.

და თუმცა ვერავინ იტყვის, როგორ განვითარდება ბაქოსა და ანკარის ურთიერთობა, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენ ლამის წკრუნიც არ გაგვიღია, როდესაც თურქეთმა დიდგორობის აღნიშვნა დაგვიწუნა, ვფიქრობ, დროა, ბ-ნ ალიევს მივებაროთ, საკუთარი მეობის საზღვრების დაცვის დასასწავლად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი