პოლიტიკა

დაზვერვა, როგორც აქილევსის ქუსლი

№41

ავტორი: ნინო ხაჩიძე 17:28

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ფული ევროდემოკრატიასაც ანათებსო

მაშინ, როდესაც მარტა კოსი იმას ნატრობს (ან იქნებ ოცნებობს), რომ საქართველო მოლდოვისა და უკრაინის დონეზე იყოს (რაც, სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ ან რომელიმე ქვეყანას უნდა შევუერთდეთ, ან თავზე ბომბები უნდა გვაცვიოდეს – პირი ქვისკენ მიქნია), გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ, არც მეტი, არც ნაკლები, ქვეყნის საგარეო დაზვერვის სამსახურის (BND-ად წოდებულის) ყოფილი ხელმძღვანელი (ვინმე აუგუსტ ჰანინგი) დააკავა. თქვენ წარმოიდგინეთ, ჯაშუშობის ბრალდებით, ოღონდ, რაც ყველაზე საინტერესო და გასაოცაროა – აზერბაიჯანის სასარგებლოდ ჯაშუშობას ედავებიან.

ხსენებული ბ-ნი ჰანინგი 1998-2005 წლებში გახლდათ გერმანიის დაზვერვის პირველკაცი და მას ბრალად ედება სახელმწიფო ღალატი, ჯაშუშობა, სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება და საიდუმლო დოკუმენტების ყიდვა უცხოური დაზვერვისთვის მომზადებული ანალიზისთვის.

რა თქმა უნდა, თანამზრახველიც ჰყოლია: მისივე (აწ უკვე ყოფილი) ადმინისტრაციის უფროსი (მისი მხოლოდ სახელი ვიცით – მანფრედი). თავის მხრივ, აზერბაიჯანმა უარყო (ცხადია, ოფიციალურად) ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აუგუსტი და მანფრედი აზერბაიჯანის აგენტთან იყვნენ დაკავშირებული და მომხდარი ასე შეაფასა: დეზინფორმაციული ოპერაცია.

ერთი შეხედვით, რთული ასახსნელია, რამ გადააწყვეტინა ჯაშუშობა ეგზომ მაღალი თანამდებობის პირს (მაგრამ თქმულა, ფული ჯოჯოხეთს ანათებსო) და სანამ გერმანიის ელჩი ქართულ დემოკრატიას იწუნებს, ბუნებრივია, ვფიქრობ, აჯობებდა, საკუთარი სახელმწიფოს დაზვერვისთვის მიეხედა.

ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენთანაცაა დაკავებული სუსის ყოფილი უფროსი და მას მექრთამეობას ედავებიან (ყოველ შემთხვევაში – ჯერჯერობით), გამოძიების (საქართველოსა და გერმანიაშიც) ამ ეტაპზე ქართული დაზვერვა გერმანულზე არაკომპრომენტირებულად გამოიყურება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი