პოლიტიკა

შარიანები

№17

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 03.05, 2022 წელი

შარიანები
დაკოპირებულია

ანუ სლავური გენის თავისებურებანი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობდა, კიევი მოიარა (ოპოზიციამ, ანუ ენმ-მა განაცხადა, ჩვენ ცალკე ჩავალთო), ხოლო თავად ბ-ნ პაპუაშვილს ისე გულითადად შეხვდა თავისი უკრაინელი კოლეგა (რუსლან სტეფანჩუკი), სულო ცოდვილო და, ნესტანისა და ტარიელის შეყრა გამახსენა აი, ქაჯეთის ციხის აღების შემდეგ (ცუდი არაფერი იფიქროთ – თქვენ თუ გნებავთ, ავთანდილისა და ტარიელის მეორედ შეხვედრას შეადარეთ). შესაბამისად, ჩვენ დავადგინეთ, რომ უკრაინის ხელისუფლების მაღალ-მაღალი თანამდებობის პირები შეწყვეტდნენ საქართველოს ყველაფერში დადანაშაულებას, მაგრამ, ვაი რომ, მწარედ მოვტყუვდით, ვინაიდან აწ უკვე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკმა მოგვმართა (სერბეთთან პაკეტში), უარი თქვით რუსულ გაზზე, შეწყვიტეთ რუსეთის არმიის დაფინანსება! ვინაიდან, მისი ვერსიით, სწორედ ამ ფულით ანადგურებს რუსეთი უკრაინას (და მერე რა, რომ თავად უკრაინის ტერიტორიაზე შეუფერხებლად მუშაობს მილსადენი, რომელიც რუსულ გაზს აწვდის ევროკავშირის სახელმწიფოებს, საიდანაც პუტინის რუსეთი დღეში მილიარდ ევროს იღებს).

თუმცა ფაქტი ისა, რომ საქართველო გაზით აზერბაიჯანიდან მარაგდება, ანუ ბ-ნი ერმაკი ინფორმაციას არ ფლობს, ხოლო, როდესაც გადაუმოწმებელ ინფორმაციას, ანუ დეზინფორმაციას ავრცელებ, ეს, საუკეთესო შემთხვევაში, ნიშნავს, რომ გატყუებენ, უარესში კი იმას, რომ იტყუები, ხოლო, რაკი არც ერთი არ ახასიათებს ბ-ნ ერმაკს დადებითად, გაძლება მისცა განგებამ უკრაინელ ხალხს, თუ მათაც ამავე მეთოდებით მართავენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი