პოლიტიკა

„სატრანზიტო ჰაბი“

№35

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 06.09

სატრანზიტო ჰაბი
დაკოპირებულია

ანუ დაბალი ღობე?!

ბუნებრივია, დასავლეთი არ ღალატობს თავის ტრადიციას და ავღანელი ლტოლვილების მიღებას იწყებს, რაც, ასევე, სავსებით ბუნებრივია, იმიტომ რომ ავღანეთში მათ დამცველი აღარ ჰყავთ (აკი გაგვიმხილა კიდეც აშშ-ის პრეზიდენტმა, რომ მათი მიზანი ავღანეთის დემოკრატიზაცია არც ყოფილა, თავიანთი ინტერესები გაატარეს და წამოვიდნენ და, მე თუ მკითხავთ, სწორედ, ინტერესებისამებრაც გამოვიდნენ, სხვა საქმეა, გაამართლა თუ არა შესვლამ ან გაამართლებს თუ არა გამოსვლა).

საინტერესო ისაა, რომ ავღანელებს არა მხოლოდ დასავლეთი, საქართველოც იღებს, ცხადია, დასავლეთის თხოვნით (ჩვენი გულჩვილობის ამბავი, ხომ, იცით?!), თუმცა გვარწმუნებენ, დროებითო.

ავღანელები თბილისის აეროპორტთან ახლომდებარე სამხედრო ბაზაზე განთავსდებიან, სადაც სატრანზიტო ჰაბი მოეწყო, რომ მოგვიანებით ლტოლვილები სხვადასხვა ქვეყანაში გადაანაწილონ.

ვიმედოვნებ, საქართველოს მთავრობა მთლად უანგაროდ, ანუ დემოკრატიის სიყვარულით არ ჩაერთო ამ საქმეში (აგერ აშშ-ის პირველკაცმაც კი თქვა, ინტერესები გავატარეთ, დემოკრატია მეორეხარისხოვანი იყოო: მან უფრო ხისტად თქვა, მე შევარბილე), იმიტომ რომ პირადად მე კარგა ხანია, გამიქრა პოლიტიკის უანგარობის ილუზია და, თუ სახელმწიფო ვერ ხეირობს ამა თუ იმ გადაწყვეტილებით, ესე იგი, ცალკეული პირები ხეირობენ პერსონალურად.

ასეა თუ ისე, არანაკლებ უცნაურად მეჩვენა ფრაზა: „სატრანზიტო ჰაბი“, რატომ?

იმიტომ, რომ სატრანსპორტო ჰაბი სტამბოლის აეროპორტია, ხოლო „ტავ ჯორჯია“ (თურქული კომპანია, რომელიც წლებია) ისე მართავს თბილისის აეროპორტს, რომ არათუ სატრანსპორტო ჰაბისთვის, აეროპორტადაც კი უვარგისად აქციოს (უპირველესად, ფასებს ვგულისხმობ) და რაღა, მაინცდამაინც, თბილისის აეროპორტი იქცა „სატრანზიტო ჰაბად“ ავღანელი ლტოლვილებისთვის, მით უფრო, რომ გარდა ზემოთქმულისა, თურქეთი „ნატოს“ წევრია?! -

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

20-26 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ვახტანგ ტატიშვილი

ვახტანგ ტატიშვილი: ჩემი თაობა უფრო ტრადიციების მიმ...