პოლიტიკა

სანქციებით გართულები

№41

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 19.10

ამბები
დაკოპირებულია

ანუ რას ვერ ინელებს ევროპარლამენტი

როგორც მოსალოდნელი იყო, ევროპარლამენტი კვლავ პირველ ჩვენებას „აწვება“ და, შესაბამისად, სულ ახლახანაც მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ევროკავშირსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სთხოვს, პერსონალური სანქციები დაუწესონ (მიზნობრივი ფინანსური და სავიზო) ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილსა და კახა კალაძეს, ვინაიდან, ევროპარლამენტართა შეფასებით, ისინი ქართულ დემოკრატიას უკან-უკან ექაჩებიან.

რეზოლუციაში კიდევ ერთხელაა ხაზგასმული, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს 2024 წლის არჩევნების შედეგებს (გაყალბდაო), თუმცა, იმავდროულად, აღიარებს სირიის ხელისუფლებას და, სულაც, არ ეხამუშება, სირიის პირველკაცი ტერორისტი რომ იყო (ფერი იცვალა და გამოსწორდა, როგორც ორიანიო). აქედან გამომდინარე კი, ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, რასაკვირველია, მკაცრი საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ.

ამას გარდა, საქართველოს ხელისუფლებისთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარებების გაყინვას ლამობენ და ამ ფულის (სახელდობრ, 120 მილიონი ევროს) სამოქალაქო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად გადამისამართებას – ცხადია, თავისუფალ მედიაში იგულისხმება ის მედიასაშუალებები, რომლებიც თანაუგრძნობენ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც თანაუგრძნობს ევროპარლამენტი.

იმ მარტივი მიზეზით, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია სარეკომენდაციოა და ევროკავშირი გადაწყვეტილებას კონსენსუსის წესით იღებს, ნაკლებად სავარაუდოა ევროპარლამენტის ამ სურვილის ხორცშესხმა, თუმცა კითხვა კითხვად რჩება: რა გეგმები ჩაუშალა ევროკავშირს საქართველოს 2024 წლის არჩევნების შედეგებმა, ანუ რას ვერ ინელებს ევროპარლამენტი?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი