პოლიტიკა

სამუზეუმო ექსპონატობისთვის

№2

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 18.01, 2022 წელი

სამუზეუმო
ექსპონატობისთვის
დაკოპირებულია

ანუ ძაღლი თუ ბავშვი?!

მიუხედავად იმისა, რომ რომის პაპის გამონათქვამებსა და შეფასებებს ხშირად არ ვწყალობ (და, ცხადია, ვიცი, რომ ამ ამბავს პანთიფიკოსი აუცილებლად გადაიტანს და დიდად არც აღელვებს), ამჯერად მან ძალიან კორექტულად მიანიშნა თავის მრევლს, თუ რა დიდი პრობლემის წინშე დგანან.

კერძოდ, პაპმა შენიშნა, რომ ადამიანებს ძაღლების ყოლა ურჩევნიათ შვილების გაჩენასო. ამ ამბავს, რა თქმა უნდა, ჩვენებურებიც გამოეხმაურნენ – პათოსით, რა პაპის საქმეა, ვის ვიყოლიებ და, საერთოდაც, ბავშვსა და ძაღლს შორის არჩევანი რა მოსატანიაო. ბუნებრივია, პაპის საქმე არ არის, ვინ ვის იყოლიებს, თუმცა, ვფიქრობ, მან საკმაოდ დახვეწილი ფორმით მიაწოდა ინფორმაცია თავის მრევლს, ანუ ევროპელებს, რომ, დემოგრაფიული ვითარებიდან გამომდინარე და ამ ტემპით, ევროპელები არც თუ შორეულ მომავალში ევროპაში უმცირესობაში აღმოჩნდებიან (ძაღლებით, ხოლო, ვისაც არ ჰყავს, უძაღლოდ), რაც იმას ნიშნავს, რომ „ევროპისგან“ მხოლოდ სახელწოდება დარჩება. ის არსი კი, რის გამოც ევროპა ასე მიმზიდველია არაევროპელებისთვის, უკვალოდ დაიკარგება. ამდენად, თავად ევროპელებმა (სხვათა შორის, ჩვენც) თავად უნდა გადაწყვიტონ: იქცევიან თუ არა სამუზეუმო ექსპონატებად.

P. S. ყოველი შემთხვევისთვის, მაინც დავაზუსტებ (ცხოველთა მიმართ სიძულვილში რომ არ დამედოს ბრალი), რომ ბავშვიც მყავს, ძაღლიც და ფისუნიაც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი