პოლიტიკა

სამხრეთ კავკასიელი ავატარები

№47

ავტორი: ნინო ხაჩიძე 15:10 23.11

ნიკოლ ფაშინიანი
დაკოპირებულია

სამხრეთ კავკასიური სისხლის წრე

უკვე სომხეთის მაგალითზეც გამოჩნდა, თუ როგორ იქცევა რფ, როდესაც მისი ქვეშევრდომები დასავლეთისკენ თვალის გაპარებას იწყებენ. პირადად მე იმთავითვე მეუცნაურა კრემლის სიშვიდე სომხეთის მიერ ევროასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ (უკრაინაში თითქმის მაშინვე დაიწყო ლუგანსკსა და დონეცკში ომი, ხოლო ყირიმი, საერთოდაც, უომრად მიიერთა რუსეთმა). ამდენად, სავარაუდოდ, სომხეთში სხვაგვარი სცენარი გათამაშდა, იმიტომ რომ ფაშინიანის სამაგალითოდ დასჯაც იყო გასათვალისწინებელი.
და თუმცა, როგორც მთელი საერთაშორისო საზოგადოება და, მეტიც, როგორც ოკუპირებული ქვეყნის მოქალაქე, აზერბაიჯანს გაეროს მიერ აღიარებულ საზღვრებში ვცნობ და მხარს ვუჭერ მის ტერიტორიულ მთლიანობას, აშკარაა, როგორ გაწირა საკუთარი ინტერესებისთვის მოსკოვმა სამხრეთ კავკასიაში თავისი ერთადერთი სატელიტი სომხეთი. ხოლო, რაკი სომხებიც ჩვენსავით სამხრეთელები არიან და ვერც ისინი დაიკვეხნიან გრილი თავებით, ერევანში არეულობა და ფაშინიანზე ნადირობაც დაიწყო (ისიცაა, რუსეთს თუ ვერ მოერევიან, ფაშინიანის მორევა უფრო იოლია, თან – უკვე მის კისერზეა ყარაბაღის დაკარგვა).
უფრო მეტიც, სომხეთის ყოფილი გენპროკურორი (გევორგ კოსტანიანი) ამბობს, რომ სომხეთს აზერბაიჯანისთვის მიყენებული ზარალის სანაცვლოდ, შესაძლოა 50 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწიოს და, ცხადია, ამასაც ფაშინიანს აბრალებენ. მომყავს გევორგ კოსტანიანის ციტატა: „დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო გამძაფრდა, მას შემდეგ, რაც 10 ნოემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა ცნობილ დოკუმენტს, რითაც, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ სომხეთის რესპუბლიკამ პირდაპირ აიღო ვალდებულება მიყენებულ ზიანზე.“
სომხეთი და აზერბაიჯანი (ან რფ და თურქეთი) თავად გაარკვევენ თავიანთ ამბავს (50 მილიარდის შესახებ), მაგრამ ზემოთქმული ნათელი დასტურია იმისა, რომ სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოები საკუთარი ნებით გავხდით დიდი სახელმწიფოების ავატარები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

18-24 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის ჰოროსკოპი: 18-24 იანვარი