პოლიტიკა

ეჭვმიტანილი საკუთრება

№43

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00

ამბები
დაკოპირებულია

ანუ დივერსანტი სახლები

მაშინ, როდესაც თვით ვოლოდიმირ ზელენსკიც კი, რატომღაც, ალაპარაკდა, რომ აუცილებელია ომის გაყინვა, რათა უკრაინამ ტერიტორიის დარჩენილი 75 პროცენტი მაინც შეინარჩუნოს, რაც რუსულ ოკუპაციას გადაურჩა, ბალტიისპირეთი შფოთავს, ვინაიდან აცხადებენ, რომ რეგიონში დასასვენებელ სახლებს რუსეთი, არც მეტი, არც ნაკლები, ტროას ცხენებად იყენებს. რისთვის? რასაკვირველია, „ნატოს“ წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის საწარმოებლად.

დასავლელი ოფიციალური პირების სამიზნე ლიტვაში, შვედეთსა და ნორვეგიაში ასობით სახლია – იმიტომ რომ რუსეთთან არიან დაკავშირებულიო. ამ ეჭვს ის აღუძრავთ, რომ ეს სახლები სტრატეგიული სამხედრო ობიექტების სიახლოვეს მდებარეობს. ყველაზე დიდი სიფრთხილით კი შვედეთში მდებარე მავანი რუსი ოლიგარქის ცოლის საკუთრებას უმზერენ (ის მუსკიოს საზღვაო ბაზის შესასვლელთან მდებარეობას) და მას კრიტიკულ საფრთხედ აფასებენ.

დასავლელები ვარაუდობენ, რომ ასეთი საკუთრებები შეიძლება, გამოიყენებოდეს დაზვერვის, თვალთვალისა და დივერსიისთვის.

ბუნებრივია, მე არ ვიცი, გააკულაკებენ თუ არა იმ სახლების მფლობელებს, რომელთა საკუთრება ეჭვმიტანილია საომარი მოქმედებების გაჩაღებაში (და მერე რა, რომ ჰიბრიდულ ომზეა ბაასი), მაგრამ, რაკი ერთიც მგლისკენო, გასაოცარი ის მგონია, ევროპელები ჩრდილოელისგან ხელის შემობრუნებას თუ არ ელოდნენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი