პოლიტიკა

როლში

№4

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 30.01

ამბები
დაკოპირებულია

ანუ პოლიტმკვეხარა?!

დავოსში მორიგი ეკონომიკური ფორუმი გაიმართა და, ცხადია, რომ უკრაინის პრეზიდენტს მეტად დიდი პატივით შეხვდნენ (რა სამსახურსაც ის დასავლეთს უწევს, წესით, მის სურათზე უნდა ლოცულობდნენ) და ამერიკული გამოცემების ცნობით, ოფიციალურმა პეკინმა პრეზიდენტ ზელენსკის უარი უთხრეს, შეხვედროდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერს (ლი ციანს).

თუმცა, პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით (შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე), ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერი მისი ტოლი და სწორი არ არის და ამიტომაც მას, თუ საჭირო შეიქმნა, უკრაინის პრემიერი შეხვდება, საქმე ისაა, რომ ეკონომიკური ფორუმის დაწყებამდე ერმაკმა (ზელენსკის ოფისის ხელმძღვნელმა) განაცხადა, რომ მეტად და მეტად მნიშვნელოვანია ჩინეთის ჩართვა ზელენსკის სამშვიდობო გეგმაში.

მაგრამ, Politico-ს თქმით, ჩინურმა მხარემ უარი თქვა შეხვედრაზე, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა პეკინს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტისკენ მოუწოდა. ვფიქრობ, Politico (უფრო ზუსტად, მისი წყარო. ანუ თეთრი სახლის მაღალჩინოსნები) აბუქებს, ჩინეთი თავისი ინტერესების მიხედვით მოქმედებს და შეხვედრაზე უარს იტყოდნენ, სწორედ თავიანთი და არა რუსეთის ამოცანებიდან გამომდინარე.

ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ზელენსკიმ ისიც კი განაცხადა. ჩინეთში გადაწყვეტილებებს სი ძინპინი იღებს, უკრაინაში – მე და ამიტომ მხოლოდ გადაწყვეტილებების მიმღებებს შევხვდებიო, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ვერ გამოსულა მისთვის შექმნილი თანამედროვე ჩერჩილის როლიდან...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული