როგორ მოხერხდა გარედან ქართველი საზოგადოების ნაწილის იმდენად დეგრადირება, რომ ისინი საშიშები გახდნენ ყველასთვის
ავტორი: ნინო ხაჩიძე 19:00
სულ ახლახან შევიტყვეთ, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მორიგ პაკეტში „ინტერრაოც“ მოხვდა, რომელიც „თელასის“ მმართველი კომპანიაა და არა მარტო მისი, საკმაოდ მნიშვნელოვან ჰესებსაც ფლობს საქართველოში. ისიც ვიცით, რომ დღე დღეზე შეიძლება, სანქციები ყულევის ნავთობტერმინალსაც შეეხოს, თუმცა სანქციებს გვერდს უვლიან დასავლური კომპანიები, რომლებისთვისაც რომელიღაც რუსული რესურსი ჰაერივით აუცილებელია და შემოვლითი გზებით, დასავლური კომპანიები რუსულ ენერგომატარებლებსაც კი ყიდიან. რა ორმაგი სტანდარტია ეს და რა შედეგზეა გათვლილი? – ამ თემაზე მაია ნოკოლეიშვილი გაგვიზიარებს თავის პოზიციას: არანაირი ორმაგი სტანდარტი ეს არ არის. ეს არის ბრძოლის ჩვეულებრივი მეთოდი. გაგახსენებთ „ოვერტონის ფანჯარას“: ჯერ ვამბობთ. ნუთუ ეს ასეა? მერე ვამბობთ, რატომ ხდება ასე? ბოლოს ვამბობთ, ეს ორმაგი სტანდარტია? ამიტომ კითხვის ნიშანი უნდა მოვხსნათ. ეს არ არის ორმაგი სტანდარტი, უბრალოდ, ჩვენ მათთვის ვართ პატარა კოლონიური ქვეყანა, რომელსაც უნდა მოექცნენ ისე, როგორც უნდათ; უფრო ზუსტად, გამოიყენონ ისე, როგორც მათ სჭირდებათ და როდესაც ამას ვერ ახერხებენ, ბრაზდებიან. საქართველო ბოლო ათწლეულებია და განსაკუთრებით, სააკაშვილის დროს პირდაპირ ინსტრუმენტად იყო ქცეული. ჩვეულებრივი კოლონიური სახელმწიფო იყო გარე მართვით. ახლა ეს ვერ ხერხდება და აქედან გამომდინარე, მათი გადმოსახედიდან, ვართ კოლონიური ქვეყანა, რომელმაც ცოტათი სპარტაკობა მოინდომა. მათთვის ყველა არის მონა და ამის გამოხატულებაა, თუნდაც, ევროკავშირის ახალი კონცეფცია: იყავით ევროკავშირის წევრი, მაგრამ ხმის უფლების გარეშე. გავიხსენოთ ძველი რომი, გავიხსენოთ პლებეები, გავიხსენოთ მონები. ჩვენ ახლა ცოტათი მივუახლოვდით თავისუფალ მოქალაქეობას. ეს მათთვის უკვე ზედმეტია და სპარტაკობას არ გვპატიობენ. ეს მათთვის ჩვეული დამოკიდებულებაა – ყველა იმ ქვეყანას, რომლებიც არ არიან ძლიერები, ისინი ანგარიშს არ უწევენ. ეს არის ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, რისი მიღებაც ჩვენ არ გვინდა. არ გვინდა, ჯერ ერთი, ვინაიდან ვამბობთ, რომ 3 000-წლიანი ერი ვართ, რაც, სულაც, არ აინტერესებს 200-წლიან ერს, რომელიც ერიც კი არ არის, უბრალოდ, კონგლომერატია. მეტიც, მათ არც რამდენიმეათასწლიანი ისტორიის სხვა ქვეყნები აინტერესებთ, მაგალითად, ირანი. პირიქით, უფრო უკეთესი, თუ ასეთი ერები არ იარსებენ. ხედავთ, რას უბედავენ ირანს, ბირთვულ სახელმწიფო რუსეთს. ამდენად, რატომ გვიკვირს მათი ჩვენდამი დამოკიდებულება?! და რაც უფრო დროზე გავიაზრებთ ამას და კითხვის ნიშნებს მოვხსნით, მით უკეთესია.ც
– და მაინც, როგორ მოახერხეს საზოგადოების ნაწილის დაჯერება?
– საზოგადოება დღეს, სამწუხაროდ, გადაყვანილია ემოციებით მართვის რეჟიმში, ხოლო, როდესაც ეს ხდება, იქ რაციო გამორთულია. ზუსტად ამიტომ ჩვენ ვხედავთ, როგორი ტერმინოლოგიით მეტყველებენ ქუჩაში გოგონები. ეს ნიშნავს, რომ ერის გარკვეული ნაწილის დეგრადაცია მიღწეულია. ამდენად, ჩვენ სრულიად სერიოზულად უნდა ვარკვევდეთ, ერის რა პროცენტია დეგრადირებული, რა დონეზეა ეს დეგრადაცია და როგორ მოვიქცეთ. ამერიკაში, მაგალითად, ჩემი თვალით მაქვს ნანახი, თუ როგორ მოექცნენ ინდიელ ხალხს, რომელსაც ათასობით წლის ისტორია ჰქონდა. ვიცით, როდესაც დაცვა შესთავაზეს, სინამდვილეში, როგორ გაანადგურეს და არავის უფიქრია არც მათ ისტორიაზე და არც მიღწევებზე, იმიტომ რომ გაუნათლებელსა და ბნელს ეს საკითხები არ აინტერესებს. ამასთან, ნუ დაგვავიწყდება, რომ ამერიკაში, მართალია, ესპანეთიდან ცოტა სხვა ტიპის ადამიანები მიდიოდნენ, მაგრამ ბრიტანეთიდან თავდაპირველად ასახლებდნენ მკვლელებსა და რეციდივისტებს. შემდეგ უკვე სხვა ტიპის დამნაშავეებსაც. ამის შემდეგ გახდა უკვე საპნის ბუშტი – დემოკრატიის ოაზისი.
– ჩემს თავს ვუსვამ ხოლმე კითხვას, როგორ იოლად მოვტყუვდი.
– ყველანი მოვტყუვდით და რუსებიც მოტყუვდნენ. თუმცა რუსები პირველადაც მოტყუვდნენ და, სხვათა შორის, 1917 წლის ტროცკისტული რევოლუცია, ლენინის თაოსნობით მომხდარი, იყო პირველი ფერადი რევოლუცია და ეს იყო დასავლური პროექტი, რომლის მიზანიც იყო იმ უზარმაზარი ტერიტორიებისა და იმ რესურსების ხელში ჩაგდება. შემდეგ ეს ტროცკისტული პროექტი, რომელიც, მათ შორის, გულისხმობდა, ოჯახის ნიველირებას, რომ ერთი ქალი ყველასია და რომ კაცი ყველა ქალთან შეიძლება, იყოს, შეაჩერა და შეცვალა ოოსებ ბესარიონის ძე სტალინმა. ვთქვით, რომ მოვტყუვდითო და ადამიანებს სწორედ ის არ გვიყვარს ყველაზე მეტად, რომ ვტყუვდებით, მაგრამ შეცდომის აღიარებაა სწორედ იმის მანიშნებელი, რომ გავიზარდეთ. თუმცა, ადამიანების უმრავლესობა იმ თავის შეცდომაში ბერდება და კვდება. დღეს ჩვენს, ეგრეთ წოდებულ, ოპოზიციას რომ ვხედავთ, ეს ზუსტად ის ადამიანები არიან, რომლებმაც არ აღიარეს თავიანთი ახალგაზრდობის შეცდომა – ხედვები. არადა სხვანაირად ვერ გაიზრდები. მე რომ ჩემი შვიდი წლის შვილიშვილებივით ვაზროვნებდე და ის პრინციპები მქონდეს, რაც მაშინ მქონდა, კატასტროფაა, რადგან, ესე იგი, გამოირიცხება პიროვნული ზრდა. თითქმის ყველა მოტყუვდა მაშინ იმ ტროცკისტული პროექტით, ვინც არ მოტყუვდა, დაჯდა მატარებელზე და წავიდა დასავლეთში; საბოლოოდ კი, ზოგმა ნაბოკოვივით „ლოლიტით“ დაასრულა თავისი ცხოვრება, ზოგმა, საერთოდ, უსახელოდ და რუსეთის თავადაზნაურობისა და თეთრგვარდიელების უმეტესობა, უბრალოდ, უსახელოდ დაიღუპა იმ სანუკვარ დასავლეთში. აქედან გამომდინარე, ჩვენც მოვტყუდით იმავე 1921 წელს. გვეგონა, რომ ის ტროსკისტული პროექტი კარგი იყო და დღესაც იგივე პროექტი მეორდება, უბრალოდ, ტროცკი აღარ არის ცოცხალი. ნათქვამია, ახალგაზრდობაში თუ ლიბერალი არა ხარ, გული არ გაქვს, ხოლო, უფრო მოწიფულ ასაკში თუ კონსერვატორი არ ხარ, მაშინ ტვინი არა გაქვსო. ასე რომ, ეს ძალიან ნორმალურია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ორი ძალიან დიდი საზოგადოებრივი პრობლემა: ერთი, რომ აღარ გვაქვს ფსიქიატრიული საავადმყოფოები; ფსიქიატრიული დახმარებაც იმდენად დასავლურ მოდელზე გადავიდა, ვხედავთ, რომ ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებს დახმარება სჭირდებათ და ისინი ამ დახმარებას ვერ იღებენ. ფსიქიატრიულში ადამიანის მოთავსება ძალიან დიდი პრობლემაა, ჯერ – კანონით, შემდეგ – ადგილების რაოდენობით და, ბოლოს – მომსახურების ხარისხით. 60 წლის ასაკის ზევით კი ფსიქიატრიულში, ფაქტობრივად, შეუძლებელია ადამიანის მოთავსება.
– რატომ? 50 წელს ზემოთ საშიში აღარ არის ფსიქიკურად შეშლილი?
– მხოლოდ ფასიანი მომსახურების მიღებაა შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, ეს უზარმაზარი პრობლემაა, იმიტომ რომ მე და თქვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ფსიქიატრიული პრობლემები, ეგრეთ წოდებულ, ოპოზიციაში. სერიოზულ ნევროზებს ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში მკურნალობდნენ და, როდესაც მე ვსწავლობდი, მახსოვს, რომ ნევროზების განყოფილება იყო დახურული განყოფილება და ნევროზს სჭირდებოდა კლინიკური, სტაციონარული მკურნალობა. დღეს კი ეს ხალხი ქუჩაში დადის. მეორე პრობლემაა, რომ ჩვენ არ ვიცით, რამდენ ადამიანს აქვს ეს პრობლემა. პრობლემაა გაუნათლებლობა. გავიხსენებ სტალინის პერიოდს, როდესაც მან აბსოლუტურად გაუნათლებელ საბჭოთა ტერიტორიაზე, სადაც წერა-კითხვის მცოდნეები ძალიან ცოტანი იყვნენ, დაისახა მიზანი და, დაახლოებით, 10 წელიწადში აი, ამ პროექტის მეშვეობით, საბჭოთა კავშირში ლამის 90 პროცენტზე მეტმა უკვე იცოდა წერა-კითხვა. და ჩვენ განათლებულები დავრჩით სწორედ იმ პროექტით, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა. სწორედ საქართველოში იყო ყველზე მეტი უმაღლესდამთავრებული, შუა აზიაში ასეთი მაჩვენებელი ნამდვილად არ ყოფილა. ჩვენთან პრესტიჟული იყო განათლება, ხოლო დღეს პრესტიჟულია გაუნათლებლობა, სიბეცე, სიბნელე და თუ ასეთი არ ხარ, თურმე, „ტეხავს“.
ესე იგი, 35 წელიწადში ჩვენ დავანგრიეთ ის, რომ განათლებული ერი გვერქვა. დღეს გვაქვს ორი უზარმაზარი პრობლემა: ფსიქიატრია და დეგრადაცია. ამიტომ სასწრაფოდ გვჭირდება იმის დადგენა, თუ რამდენი პროცენტია გაუნათლებელი და დეგრადირებული ადამიანი. მე არ მრცხვენია, რომ ადამიანი გაუნათლებლობის გამო დავაყენო განათლებულ ადამიანზე დაბლა. გაუნათლებლობა სირცხვილია და გაუნათლებლობას ემატება უკულტურობა. ნოდარ დუმბაძე ამბობდა, ყველაზე დიდი ინტელიგენტი ბაბუაჩემი იყოო.
– დიახ, ხალხური პოეზიის ავტორი გაუნათლებელი მწყემსი იყო, მაგრამ უდიდესი ემოციური ინტელექტის მქონე.
– დიახ და ჩვენ, ასევე, გვყავდა უცხო ენების მცოდნე მეორე მწყემსი – ყაზბეგი. შინაგანი კულტურა და შინაგანი ინტელიგენტობა სულ სხვა რამაა. მე გაუნათლებელს ვამბობ ადამიანზე, რომელმაც არც წიგნი იცის და არც კულტურა აქვს. ამდენად, უნდა ვიცოდეთ, ასეთი რამდენია საზოგადოებაში, იმიტომ რომ მათი რაოდენობის გაზრდით საზოგადოებას არყევენ და გადაჰყავთ იმ მონურ მდგომარეობაში, რასაც ვხედავთ, რომ გვიპირებენ. ნებისმიერ პროვოკაციაზე წამსვლელებსა და ყველაფრის მკადრებლებს ვერ შევებრძოლებით, მათთან უძლურები ვართ. იმიტომ უნდა ვიცოდეთ აუცილებლად დეგრადირებული ადამიანების ოდენობა, რომ, როდესაც ამერიკაში სრულ დეგრადაციამდე მიიყვანეს ინდიელი ხალხი, ისინი, ფაქტობრივად, გაანადგურეს. დღეს ისინი ცხოვრობენ რეზერვაციაში და ეს რეზერვაცია მე ჩემი თვალით ვნახე არიზონას შტატში. ეს არის ჩვეულებრივი გლდანის ციხე, ოღონდ ძალიან დიდი, მავთულხლართებითა და კედლებით. მათ უხდიან ფულს, რომ ისინი გარეთ არ გამოვიდნენ. ალბათ, პირველად ადამიანისადმი შიში იქ ვიგრძენი, დრო გაგვექცა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში დავრჩით. მაშინ მივხვდი, რომ არაფერს ნიშნავს, თუ ადამიანი ადამიანს ჰგავს, ის შეიძლება, იყოს ძალიან საშიში. და ჩვენ ვნახეთ, რომ თბილისის ქუჩებში დარბოდნენ გოგონები, სიმღერით რომ იგინებოდნენ თუ ლოცულობდნენ, კუბოებს რომ წვავდნენ, ჯადოს რომ ხარშავდნენ. ეს ადამიანები საშიშები არიან ყველასთვის. რაც უფრო დაბალია ადამიანის ინტელექტი და რაც უფრო დეგრადირებულია, მით უფრო საშიშია ის საზოგადოებისთვის. მას სოციალური კანონები არ აინტერესებს, არც იცის და ახლოსაც არ ეკარება. ამიტომ სავსებით სერიოზულად ვამბობ, რომ ჩვენ უნდა გავიგოთ, რამდენი პროცენტია ასეთი ადამიანი, ვინაიდან გარკვეული პროცენტის შემდეგ, იცით, რომ სახიფათო მდგომარეობა იქმნება.
– 100 მაიმუნის ეფექტი ორივე მიმართულებით მუშაობს.
– დიახ. და რადგან ჩვენ არ ვიცით ციფრები, არც ის ვიცით, ვართ თუ არა სახიფათო ზღვართან. და ეს სანქციები და დაშინებები, ფაქტობრივად, აქეთკენ გვიბიძგებს. სწორედ ამ სეგმენტის გამოზრდა მიმდინარეობდა და მიმდინარეობს. ახლახან 2 მილიონი დოლარი ჩაიდო ახალი ლიდერების გამოსაყვანად. საზოგადოებიდან ხდება იმ ადამიანების ამოქექვა, რომლებიც არც ერთ სოციუმში არ არიან მიღებული და მათ აჩვენებენ, რომ აი, შენც რაღაც ხარ. შესაბამისად, იმის მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად ის ყველაფერზე წავა, რასაც ეუბნებიან. შემდეგ, ჩვეულებრივ, ისინი საშიშები ხდებიან და არ არის საჭირო ზომბები. ზომბი გამოყვანილი არ არის. ზომბი სწორედ ის დეგრადირებული ადამიანია, რომელსაც ჩვეულებრივ, ინსტრუმენტად იყენებს უცხოტომელი, ვისაც შენი ქვეყანა უნდა მხოლოდ და მხოლოდ, როგორც ტერიტორია და დიდად არ განსხვავდება სუსლოვისგან, რომ ამბობდა, კარგია საქართველო ქართველების გარეშეო. საქართველო საერთოდ არავის აინტერესებს...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





