პატრონები
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00
ანუ გულში ჩასაკვრელები
გასულ კვირას თურქი დეპუტატი ქაან ქოჩი, რომელიც თურქეთის მმართველ პარტიას წარმოადგენს არდაჰანის პროვინციიდან (ეს ის არდაჰანია, რომელიც ფარნავაზ მეფის დროიდან იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი) თურქეთის პარლამენტში გამოსვლისას, არც მეტი, არც ნაკლები, დაგვემუქრა. მანამდე კი ახალციხეში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა: ადგილობრივი იმამის თქმით (მას ქართული გვარი აქვს, თუმცა ზემოხსენებულმა თურქმა დეპუტატმა ის თურქულად, ანი ჰოჯად მოიხსენია), თურქულად ლაპარაკის გამო დაესხნენ თავს. და თუმცა ქართულმა პოლიციამ თავდამსხმელები დააკავა და შემდეგ სასამართლომ ისინი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია თურქი დეპუტატის წრეგადასული აღშფოთება, რაც, თავისთავად ტრაგიკომიკურია. ვინაიდან არავინ ეკითხება სხვა ქვეყნის მოქალაქეს, როგორი კანონებია საქართველოში ან როგორ უნდა დაისაჯოს ამა თუ იმ დანაშაულის ჩამდენი.
შესაბამისად, იმავე კონტექსტში, ეგრეთ წოდებული, მესხეთელი თურქებიც ახსენა და, ზედაც, შეგვახსენა, რომ ისინი უპატრონოები არიან და მათი პატრონი თურქეთი და თავად ბ-ნი ერდოღანია. ბუნებრივია, ჩვენი მეზობლების კუნთების ათამაშების მოტივი ძალა და ამბიციაა (ოღონდ მაინც საინტერესოა: კაია კალასს აქვს უფრო გამძლე კუნთები, თუ მაინც ბ-ნ ერდოღანს?!). მეორე მხრივ კი, თუ, მართლაც, პატრონებად მოაქვთ თავი, ვფიქრობ, უპრიანი იქნებოდა, მესხეთელი თურქებისთვის შორიდან კი არა, ახლოდან ეპატრონათ, იქვე, ახლოს, თურქეთშივე დაესახლებინათ, რომ პატრონგულში უფრო საგულდაგულოდ ჩაეკრათ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





