პოლიტიკა

პოლიტგულყრის მიზპოლიტგულყრის მიზეზიეზი

№31

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:35

ამბები
დაკოპირებულია

ანუ უკან წასაღები

რაკი დრონი მეფობენ და არა მეფენი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არც მეფენი მეფობენ და არც აღიარებები, ნაურუს რესპუბლიკამ დე-ფაქტო აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული, „იუჟნაია ოსეტიას“ დამოუკიდებლობის აღიარებები უკან წაიღო. სახელდობრ, ნაურუს აღმასრულებელმა ორგანომ გააუქმა ნაურუს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ასევე, ცნობილს, როგორც სახელმწიფო ალანია, და ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის დიპურთიერთობები და თუმცა ჩემთვის უცნობია, რას დიპლომატიურობდნენ ნაურუელები და ეს ჩვენებური რფ-ის მიერ მხოლოდაღიარებული სეპარატისტები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ცხადია, მიესალმა ნაურუს მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას და შენიშნა, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მხარეები პატივს სცემენ საერთაშორისო სამართლის ნორმებს და მათი დაცვა ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საწინდარია. ჩვენებური დიპლომატები იმედოვნებენ, რომ თბილისსა და ნაურუელებს შორის მჭიდრო ურთიერთობა დამყარდება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ხუთი ამღიარებლიდან აწ უკვე ოთხი დარჩა (რფ, ნიკარაგუა, ვენესუელა და სირია). ბუნებრივია, მიჭირს იმის თქმა, თუ რატომ არ მიაქვს სირიას უკან ის, რაც უკან წასაღებია (რა თქმა უნდა, აღიარებები, განსაკუთრებით, იმ ფონზე, ძებნილი ტერორისტი რომ აწ ეროვნული გმირია) და არც ვენესუელის საქმეა მაინცდამაინც ისე დალხენილი, რომ ცხინვალთან და სოხუმთან დიპურთიერთობების იმედი ჰქონდეს ნაპრეზიდენტალ მადუროს.

მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ ჩვენებური ოპოზიციონერების ფრიად უცნაურ რეაქციას და ფაქტის გაბიაბრუებას ვინ ჩივის, ლამის ეწყინათ კიდეც ეს ამბავი, ვინაიდან, ვეჭვობ და, სავარაუდოდ, ისინიც ეჭვობენ, მარტო ნაურულებს მიეღოთ ეს გადაწყვეტილება, ანუ წამშველებლის როლში, წესითა და რიგით, პირდაპირ ან ირიბად ამერიკის შეერთებული შტატები უნდა იგულისხმებოდეს, რჩება შთაბეჭდილება, რომ, თუ მთლად რფ-მ წაიღო უკან, რაც უკან წასაღებია, ფრიად და ფრიად რთულად მოსასულიერებლები შეიქნებიან პოლიტგულყრებისგან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი