პოლიტიკა

რობოტის ხიბლი

№28

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 19.07, 2022 წელი

რობოტის ხიბლი
დაკოპირებულია

ანუ ხელოვნური ინტელექტი პარტიის სამსახურში

სანამ სამყაროს დასავლეთ ნაწილში, სადაც მოსახლეობის ოდენობა მილიარდსაც ვერ აღწევს და ქრისტიანულადაა მიჩნეული (გინდა, ასე თქვი და გინდა, ისე, რუსეთიანად), სამყაროს იმ ნაწილში, ანუ მილიარდ–ნახევრიან ჩინეთში (რომელსაც ძალიან დიდი გეოპოლიტიკური ამბიციებიც აქვს და შეიარაღებ-ტექნოლოგიებიც) სულ სხვა საკითხებით არიან გართულნი.

ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთში შეიქმნა ხელოვნური ინტელექტი, რომელიც, თქვენ წარმოიდგინეთ, კომუნისტური პარტიის წევრთა აზრებს არა მხოლოდ კითხულობს, არამედ ამოწმებს კიდეც ჩინელი კომუნისტების ერთგულებას პარტიისადმი. პროგრამას შეუძლია, შეაფასოს, უჯერებენ და მიჰყვებიან თუ არა პარტიის ხაზს წევრები და რამდენად მაღალია მათი ერთგულება პარტიის იდეოლოგიისა და პრინციპებისადმი (ყველას თავისი ოფოფები ჰყავს).

რთული სათქმელია, ეს ასეა თუ არა, მაგრამ, ვფიქრობ, მსგავსი ხელოვნური ინტელექტი არც ჩვენ გვაწყენდა, ვინაიდან იმთავითვე გაგვარჩევინებდა ჩვენი პოლიტიკოსების ტკბილნაუბრებიდან ტყუილ-მართალს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი