პოლიტიკა

რის საფუძველზე ამტკიცებს ემი-ჯგუფი, რომ საქართველოში არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა კოვიდით

№20

ავტორი: ნინო ხაჩიძე 14:30 27.05, 2022 წელი

ლევან ჩხიკვაძე
დაკოპირებულია

ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა საზოგადოებას ამცნო, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში, პანდემიის ეგიდით, კერძო კლინიკებმა სახელმწიფოსგან მილიარდი ლარი მიიღეს ცარიელ საწოლებში, არადა გვახსოვს, პანდემიისას აცხადებდნენ, რომ კლინიკებში ადგილი არ ჰქონდათ (რის გამოც საზოგადოება დიდად ღელავდა); ასევე, გაირკვა, რომ კოვიდით გარდაცვლილთა სტატისტიკა სხვა მიზეზით გარდაცვლილთა სტატისტიკითაც იბერებოდა. თუმცა მათ, რომლებიც ამ თემებზე პანდემიისას საუბრობდნენ, მკვლელებს უწოდებდნენ და მკაცრი ცენზურაც იყო დაწესებული პანდემიასა და სტატისტიკაში ეჭვის შეტანის გამო. ჯერჯერობით უცნობია, კიდევ რა დეტალები გამომჟღავნდება კოვიდპანდემიის შესახებ (თუ ვინ და რატომ მოითბო ხელი ადამიანების პანიკურად დაშინებისთვის), ჯერჯერობით არსებულ ვითარებაზე კი თავის აზრს მიკრობიოლოგი ლევან ჩხიკვაძე გაგვიზიარებს.

– რატომ გასაჯაროვდა კოვიდპანდემიის ის ფაქტები, რომლებიც ჩვენ მაშინაც ვიცოდით, გაბერილი სტატისტიკა და ხელოვნურად შექმნილი აპოკალიპტური აჟიოტაჟი? მხოლოდ ჩვენთან ხდება ეს თუ სხვა ქვეყნებშიც?

– უპირველესად, იმას ვიტყვი, რომ, რასაც დარგის სპეციალისტები ბოლო ორ-ნახევარი წლის განმავლობაში ვამბობდით და ვამტკიცებდით, დადასტურდა ყველა დონეზე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ანუ აშკარად გამოიკვეთა ფაშისტური დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, სრული უგულებელყოფა ადამიანის, როგორც ბუნების ქმნილების, როგორც ღვთის შვილის, გადახაზეს ადამიანის ყველა უფლება, დაწყებული სიტყვის თავისუფლებით და დამთავრებული ადამიანის სიცოცხლის უფლებით; ადამიანებისგან მალულად ატარებდნენ მასობრივ ექსპერიმენტებს და ის გაიდლაინები, რაც ჯანმოდან მოდიოდა, იყო მკვლელი გაიდლაინები. ვიმეორებ: ის, რომ მხოლოდ კლინიკებში იღუპებოდნენ ადამიანები ეს დადასტურდა ოფიციალურადაც.

– შეიძლება, ოპონენტმა თქვას, რომ კლინიკებს აკითხავდნენ უკვე დამძიმებული პაციენტები.

– საყოველთაოდ ცნობილი ფაქტებია, რომ ადამიანები თავიანთი ფეხით მიდიოდნენ კლინიკებში, მერე რა, რომ სიცხე ჰქონდათ?! და 3 დღიდან 30 დღის განმავლობაში ჭირისუფლებს უბრუნებდნენ გარდაცვლილს. თან, ატანდნენ შავ პარკში გახვეულებს და ეუბნებოდნენ, სწრაფად დაკრძალეთო. ეს იმიტომ, რომ არავის მოეთხოვა ექსპერტიზა და არ გამჟღავნებულიყო იმ ადამიანების გარდაცვალების ნამდვილი მიზეზი. ჯანდაცვის როგორც ძველმა, ისე ახალმა მინისტრმა აღიარა, რომ ადამიანები იღუპებოდნენ კლინიკური ინფექციებით. ემი-ჯგუფი პირდაპირ ვაცხადებთ, რომ კოვიდით გარდაცვლილი 17 000 ადამიანიდან არც ერთი არ გარდაცვლილა კოვიდით. აცხადებენ 17 000-ს, თუმცა სინამდვილეში რამდენია გარდაცვლილი, რამდენი დამალული და დამატებული, არავინ იცის და ამას გამოძიება აჩვენებს. ემი-ჯგუფმა ოფიციალურად მოვითხოვეთ გამოძიების დაწყება საპარლამენტო ზედამხედველობით და აი, ამ გამოძიების პროცესში ემი-ჯგუფის სპეციალისტების ჩართვა ყველა ეტაპზე, რომ არ გაყალბდეს ფაქტები. ჩვენმა ჯგუფმა დაზარალებულების ოფიციალური, კანონიერი მოთხოვნის საფუძველზე შეისწავლა 500-ზე მეტი გარდაცვლილის საქმე. გამოვითხოვეთ ავადმყოფობის ისტორიები, რომლებიც თითქოს კოპირებულია, იმდენად ერთნაირია სიტუაცია სხვადასხვა კლინიკაში. გაიდლაინების გამოყენებას, რომლებითაც პაციენტები მძიმდებოდნენ, ემატებოდა კლინიკური ინფექციები. მაგალითად, აღმოჩნდა ისეთი საშინელი ბაქტერია, როგორიცაა აცინეტობაუმანი. ეს ბაქტერია სრულიად ჯანმრთელ ადამიანს ართმევს ჟანგბადს, ეს ბაქტერია ჟანგბადდამოკიდებულია, აღწევს ფილტვში და აჩენს თრომბებს, ამას გარდა, იწვევდა ორმხრივ პნევმონიასა და ტვინის ანთების სხვადასხვა დაავადებას, თან – ერთდროულად. ასევე, მაგალითად, 80-ს გადაცილებული ადამიანის ბაქტერიოლოგიურ კვლევაში აღმოჩნდა სიფილისის შესაბამისი მიკროორგანიზმები.

– სიფილისის შესაბამისი მიკროორგანიზმები საიდან?

– ეს ნიშნავს, რომ კლინიკებში არასტერილური გარემოც იყო. ესე იგი, გარდა იმისა, რომ ჯანმოდან მოსულ პროტოკოლებს შედეგი არ მოჰქონდა – პირიქით; ამას ემატებოდა კლინიკური ინფექციები და ეს ყველაფერი ერთად იწვევდა იმ ლეტალურ შედეგებს, რაც კლინიკებში აღინიშნებოდა, ამიტომაც თქვეს ძველმა და ახალმა მინისტრებმა ის, რაც თქვეს: ყველა კორონათი არ გარდაცვლილა, უმეტესობა გარდაიცვალა კლინიკური ინფექციებითო. მათ თქვეს ის, რაც ზედაპირულად ჩანდა, ჩვენ კი პირდაპირ ვამბობთ, რადგან სიღრმისეულად შევისწავლეთ საკითხი, არავინ კოვიდით არ გარდაცვლილა. ეს უკვე განსაკუთრებული ცინიზმით ჩადენილი დანაშაულია, ვინაიდან შეუძლებელია, სამედიცინო დაწესებულებებს არ ჰქონოდათ სტერილური პირობები; შეუძლებელია, ვერ დაენახათ ის, რაც უნდა დაენახათ და ეს არ მართლდება არცოდნით. რამდენიმე დღის წინათ თბილისში დასრულდა საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის ცნობილმა ექიმებმა მიიღეს მონაწილეობა. მათ შორის, ემი-ჯგუფის ექიმებმაც, იმისდა მიუხედავად, რომ ორგანიზატორებს ძალიან არ უნდოდათ. ორგანიზატორები იყვნენ ფარმაკოლოგიური ფირმები. ჩვენ იქ ყველა ფაქტი ვთქვით, რაც ხდებოდა ბოლო 2 წლის განმავლობაში, ამას დავუმატეთ ისიც, რასაც თავად ამბობდნენ გამყრელიძე-იმნაძე-ცერცვაძე, რომ ადამიანების გენომებს იღებდნენ და აგზავნიდნენ აშშ-ში. დაუკითხავად ადამიანების გენომების აღება და, მით უმეტეს, სხვაგან გადაგზავნა უმძიმესი დანაშაულია, რაც სისხლის სამართლის კოდექსში პირდაპირ წერია. ჩვენ მიერ შესწავლილი მასალებით, რომლებიც უკვე წარდგენილია პროკურატურაში, ვერავინ ვეღარ მალავს, რომ ხდებოდა სისტემური დანაშაული. შესაბამისად, ყველა, ეგრეთ წოდებული, მუშკეტერი და კლინიკის ხელმძღვანელი უნდა დასხდნენ საბრალდებო სკამზე, ისევე, როგორც მასმედიის მფლობელები და წარმომადგენლები, რომლებმაც იცოდნენ სიმართლე და შეგებულად აშანტაჟებდნენ ხალხს, ვინაიდან ციფრები გააყალბეს. ეს იცოდნენ ტელეჟურნლისტებმა და შეგნებულად არ ჩაატარეს ჟურნალისტური გამოძიებები. იცით, რომ ვაქცინით პირველი გარდაცვლილის, მეგი ბაქრაძის, საქმეზე ექიმმა შეცვალა ჩვენება და უკვე დააკავეს კლინიკის ხელმძღვანელობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა კლინიკაში ხდებოდა იგივე. შესაბამისად, ყველა, ეგრეთ წოდებული, კოვიდკლინიკის საქმე გამოსაძიებელია, ხოლო ის ქონება, რაც დააგროვეს პანდემიის გამო – სახელმწიფომაც კი აღიარა, რომ მილიარდზე მეტია გახარჯული ჰაერზე, ანუ ჯიბეში ჩადებული და ამას გარდა, 2 მილიარდზე მეტი ლარია დახარჯული არაფრისმომცემ, ანუ ცრუ-ტესტებში.

– გამოსაძიებლად საჭირო გახდება გარდაცვლილების ეგსჰუმაცია?

– სხვათა შორის, არიან მოქალაქეები, რომლებიც ემი-ჯგუფისგან დამოუკიდებლად მიდიან პროკურატურაში და მათ იქ ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი პროკურორი და გამომძიებელი ეუბნება, რომ საჭიროა ეგსჰუმაცია, რომ ხელი დააფარონ დამნაშავე ექიმებს. ადამიანებს ატყუებენ! ეგსჰუმაცია საჭირო აღარ არის, ვინაიდან უკვე გამოთხოვილი საქმეები – 500-ზე მეტი საქმე გამოვითხოვეთ ემი-ჯგუფმა – საკმარისია რამდენიმე ადამიანისთვის უვადო პატიმრობის მისასჯელად და იმ ქონების ჩამოსართმევად, რაც მათ კრიმინალური გზით მოიპოვეს. ცნობილია, რომ კრიმინალური გზით მოპოვებული ქონება ჩამორთმევას ექვემდებარება.

– ბუნებრივად ჩნდება კითხვა, როგორ შეიძლებოდა, მომხდარიყო, რომ ყველა ექიმი თუ არა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა წყალწაღებული აღმოჩენილიყო?!

– ეს ერთ დღეში არ მომხდარა. ბოლო 30 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც საქართველო 1992 წლიდან ჯანმოს წევრი გახდა და ზუსტად იმ დროიდან არიან სამედიცინო სფეროს სათავეში გამყრელიძე-იმნაძე-ცერცვაძე, ჩუმად მოელაპარაკნენ ჯანმოს, რომ ჩვენს მოსახლეობაზე ჩატარებულიყო ექსპერიმენტები. გადასახედია მთელი ამ წლების განმავლობაში განხორციელებული პროგრამები: მათ შორის, „ცე“ ჰეპატიტის პროგრამაც, ვინაიდან არ არის ცნობილი, რამდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და რამდენი გარდაიცვალა. ეს რომ გამომჟღავნდეს, ნახავთ, რომ პროგრამა ჩავარდნილია, ისეთი მედიკამენტებია გამოყენებული, რომ ადამიანები ვერ გადარჩნენ. ასევე, ამ წლების განმავლობაში რეკლამას უწევდნენ სხვადასხვა მედიკამენტს, ანუ ფარმაცევტულ კომპანიებს უწყობდნენ ხელს. ესე იგი, იმ ბიზნესებს, რომლებსაც თავადვე ფლობდნენ. ასევე, ცნობილი გახდა, რომ „საქართველოს ბანკის“ ბორდის წევრები არიან ამირან გამყრელიძის შვილი და ეკატერინე შავგულიძე, 2011 წლამდე „ასტრა ზენეკას“ ფინანსური მენეჯერი, პარალელურად, გამყრელიძის კერძო კომპანია „ევექსის“ მენეჯერიც. და ვინმე იტყვის, რომ აქ კორუფცია არ იქნება?! მთელი საქართველოს მოსახლეობა ეს წლებია, უფასო საექსპერიმენტო მასალაა. სწორედ ამის გამო მოიმატა საქართველოში სხვადასხვა დავადებამ. 1992 წლამდე საქართველოში ონკოლოგიური და, მით უმეტეს, გენეტიკური დაავადებები თითზე ჩამოსათვლელი იყო, ანუ იშვიათად გვხვდებოდა, მაშინ, როდესაც 1992 წლიდან საქართველო ჯანმოს წევრი გახდა და ექსპერიმენტი ექსპერიმენტზე მიმდინარეობს, შესაბამისად, კატასტროფულად მოიმატა გენეტიკურმა და ონკოლოგიურმა დაავადებებმა. ბოლოს მკვლელი ექსპერიმენტი ჩაატარეს რნმ-ვაქცინების შემოტანით, რის შედეგსაც მომავალში ვიხილავთ. სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევა – როდესაც ატომი გახლიჩეს – კეთილმა ადამიანებმა სინათლისა და სიცოცხლისთვის გამოიყენეს, ხოლო ბოროტმა ძალებმა ატომური ბომბი შექმნეს და დღემდე ამ ბომბს ადამიანებისთვის საშიშროება მოაქვს. რნმ-ტექნოლოგიები გაცილებით დიდი საშიშროებაა, ვიდრე ერთად აღებული ყველა ატომური ბომბი, ვინაიდან ეს არის გენური თერაპია: ადამიანის გენეტიკაში უხეშად ჩარევა.

– სიგარეტიც კი, იმავე დასახელების, სხვა ხარისხის შემოდის, ვიდრე ევროპაშია. იმას ამბობთ, რომ უვარგისი მედიკამენტები შემოდის, როგორც მესამე სამყაროს ქვეყანაში?

– დიახ, ესაა პრობლემა! კონკრეტულმა ადამიანებმა დადეს ფარული ხელშეკრულებები, რომ მათი ქვეყანა გამხდარიყო საექსპერიმენტო არეალი, რაშიც უზარმაზარ ფულს იღებდნენ. რატომ იღებს ამირან გამყრელიძე ჯანმოს პენსიას – 8 448 აშშ დოლარს?! ფარმაკოლოგიური ფირმები ექიმთა მცირე ნაწილს უხდის ფულს და ამ მცირე ნაწილმა ამხელა ფულითა და გავლენით, დანარჩენი ექიმები მარწუხებში მოაქცია, რითაც დიდი დივერსია ჩაიდინეს – ადამიანებს ექიმების სახსენებელი შეაზიზღეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი