პოლიტიკა

რას ნიშნავს „ზეციური იერუსალიმი“ და რატომ სახელდება მისი შექმნის ადგილად უკრაინის კონკრეტული ტერიტორია

№13

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 05.04, 2023 წელი

აკაკი ჯორჯაძე
დაკოპირებულია

ქართველ მწერალს, აკაკი ჯორჯაძეს ქართულ სატელევიზიო სივრცეში გამოჩენის ფუფუნება არ ჰქონია, მისი ჩანაწერები, ძირითადად, სოციალური ქსელებით ვრცელდებოდა. მისი ცოდნა ღრმა და განსხვავებულია და მისი პიროვნებისადმი დამოკიდებულებაც არაერთგვაროვანია, ისევე, როგორც იმისადმი, რაზეც წლებია, ის ლაპარაკობდა. მისი თქმით, მას ეს ცოდნა გადმოეცემოდა და თავად მხოლოდ ახმოვანებდა. აკაკი ჯორჯაძე ერთი თვის წინ გარდაიცვალა. ჩვენ კი გთავაზობთ მის მოსაზრებებს დღეს მსოფლიოში შექმნილ ვითარებაზე, რუსეთ-უკრაინის ომზე, საქართველოში მოსალოდნელ ომზე, ზეციურსა და სულიერ იერუსალიმზე მსოფლიოს ერთმმართველობის მოდელზე.

რატომ გადაიდო მეორედ მოსვლა 2000 წელს

აკაკი ჯორჯაძე: რაც მეძლევა, იმის შესაბამისად გაძლევთ ცნობებს. ადრე მათქმევინეს ისიც, რომ მზადდებოდა ახალგაზრდების მსხვერპლშეწირვა. ვიგულისხმეთ, რომ ეს მხოლოდ ჩვენს ახალგაზრდებს შეეხებოდა, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს მოვლენა ზოგადსაკაცობრიო, სამყაროსეულია, ესე იგი, ეს გაფრთხილება თუ ცნობა, ეხებოდა იმას, რომ ახლოვდებოდა რაღაც დრო, როდესაც რეალურად მოხდებოდა ახალგაზრდების მსხვერპლშეწირვა. აგერ მაგალითიც: ვიცით, რაც ხდება უკრაინაში. ჯარისკაცებიც ახალგაზრდები არიან, მაგრამ იქ არაერთი ბავშვიც კვდება და გარკვეულწილად ეს გახლავთ მსხვერპლშეწირვა. ეს აღმოჩენა არ არის. ძველი დროიდან იყო დაშვებული მსგავსი რამ და ადამიანები ღმერთს სწირავდნენ ახალგაზრდებს. დღესაც არის რელიგიური მიმდინარეობები, გნებავთ, დაარქვით სექტები, რომლებიც თავიანთი ფარული რწმენითი კატეგორიებით, ახლაც ითხოვენ ბავშვების სისხლს. ასეთ მსხვერპლშეწირვას სხვადასხვა მიზეზი აქვს: ომის მოგება, ტახტის შენარჩუნება, სიცოცხლის გახანგრძლივება. ვის შეეძლო და შეუძლია ამის გაკეთება? ვის ხელთაც იყო და არის ამის განხორციელების საშუალება. ფაქტია, ჩვეულებრივი ადამიანი ამას ვერ გააკეთებდა და ვერ გააკეთებს, თუმცა, ეს კეთდება სწორედ ჩვეულებრივი ადამიანების ხელით. დაგეგმვა კი შეუძლია მხოლოდ მას, ვინც მსოფლიოს განაგებს. ანუ იმ ქვეყნებს, რომლებსაც ხელეწიფებათ დიდი მსხვერპლშეწირვის საკითხის გადაწყვეტა – დიდი ომების წარმოება. ეს ჩვენც გვეხება, გავიხსენოთ, რომ დაღუპული ქართველებიც ჩამოასვენეს უკრაინიდან.

ცოტა უკან გადავინაცვლოთ: ფიზიკურად 2000 წლის დასასრულისა და ოცდამეერთე საუკუნის მიჯნაზე ჩაიშალა მსოფლიო ერთმმართველთა გეგმა, რაზეც წლებია, ვლაპარაკობ. რა გეგმა იყო ეს? ამ მიჯნაზე უკვე უნდა დაესვათ მსოფლიო ერთმმართველი მეფე და არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რას დაარქმევდნენ, მეფეს თუ პრეზიდენტს. მათ ჰქონდათ ამის შესაძლებლობა, მაგრამ რაღაცამ ჩაშალა. მიზეზები, ბუნებრივია, ფიზიკურია, იმიტომ რომ ყველაფერი ადამიანის ხელით კეთდება, მაგრამ დროშია განსაზღვრული. შემდეგ ეს ჩაშლა, ასევე, ბუნებრივია, მიიწერეს ადამიანებმა.

2000-წლიანი ოცნების ჩაშლა მათთვის თავზარდამცემი იყო და ამიტომ 10 წლით გადადეს. ხალხს კი გვითხრეს, მაიას ტომის კალენდრის მიხედვით სწორედ მაშინ დგებოდა სამყაროს აღსასრული და არა 2000 წელს. მაგრამ გადადებულიც ჩაიშალა და კიდევ გადადეს 10 წლით. ანუ ჩაიშალა მსოფლიო მხეცის გეგმები. მანამდე დაშალეს საბჭოთა კავშირი, უკვე ხელში ეგონათ გამარჯვება, მაგრამ სხვანაირად განვითარდა მოვლენები. რაღაც მეორე შტო წამოვიდა, რომელიც ისევ მათია, მაგრამ დაპირისპირება მაინც არსებობს, თითქოს დიალექტიკის კანონია დაპირისპირებულთა ერთიანობის შესახებ, მაგრამ ბიბლიური კანონიცაა: კაენმა მოკლა აბელი. ადამიანშიც იგივე ხდება: ერთი ადამიანი ვართ, მაგრამ ჩვენშიც ორი აზრი უპირისპირდება ერთმანეთს და გვიწევს არჩევნის გაკეთება.

აი, იმ ორჯერ გადადებული საქმეების აღსრულება ხდება. მათი აზრით, ახლა და აქ ირკვევა, რა დანიშნულება ჰქონია უკრაინას. გაგახსენებთ: პირველი მხეცია ზღვიდან ამომავალი, მეორე მხეცი – მიწიდან ამომავალი და მესამე მხეცი, რომელსაც ზედ აზის წითელი მეძავი და აი, ეს წითელმეძავიანი მხეცი ამოდის ახლა. თავის დროზე მარქსმა შექმნა კომუნიზმის თეორია, როგორ უნდა ჩამოყალიბებულიყო მსოფლიოს ერთმმართველობა ღარიბების, პროლეტარების საშუალებით. მაგრამ ეს ცალკე სალაპარაკო თემაა. დღეს ჩვენ მოვედით იმ წერტილთან, როდესაც შავსა და წითელ მასონობას ერთი მმართველობა ჰყავს. ორნი არიან და ერთმანეთს ედავებიან. წითელი მხარე ეუბნება, მთავარი ჩვენ ვართ, იმიტომ რომ სულიერი იერუსალიმი ჩვენს ხელშია. სად? უკრაინაში. ჩვენ პოლიტიკური მხარეების განცხადებები გვგონია მთავარი, მაგრამ ეს იმ მიზნის შედეგია, რაზეც ახლაა დიდი შეხლა-შემოხლა. ამ პროცესში ჩაეჩხირა ჩინეთი – ჩინეთიც წითელია, მაგრამ ის ამ პოლიტიკურ თამაშში ომის ფორმით კი არ ერევა, არამედ ეკონომიკური და ფინანსური მხრიდან, ანუ ჩინეთი ახალი ჭირი გაუხდა მსოფლიო მმართველობას. იმიტომ რომ მსოფლიო იმართება ფულით. მაგრამ მხეცი კარგავს ძალას, რადგან ფული უნდა დამარცხდეს უფალთან. საქართველოს ჩაუშალეს თავისი გვირგვინის მიღება და ახლა ამ გვირგვინის წარტაცების პროცესია. უკვე ოფიციალურად განაცხადეს მიზანი – უკრაინაში არის ზეციური იერუსალიმი. მე ვამბობდი, რომ საქართველოში არის სულიერი იერუსალიმი, მათ შეცვალეს და თქვეს – ზეციური იერუსალიმი, ოღონდ მთელ უკრაინაში კი არა, არამედ მის ერთ ნაწილში და ჩამოთვლილი აქვთ ადგილები, სადაც ებრაული გაგების ზეციური იერუსალიმია. ამ ომსაც იმიტომ აწარმოებენ, რომ შექმნან ქვეყანა, რომელსაც დაერქმევა ზეციური იერუსალიმი. ცენტრია დნეპროპეტროვსკი, მისი სულიერი საყრდენი კი – ოდესა. სხვათა შორის, უკრაინაში დიდი ხანია, ბავშვებს ასწავლიან, რომ ადამი და ევა უკრაინაში არიან დაბადებული და რომ იქაა ყველაფრის საწყისი.

პაექრობა ღმერთთან

ისე მოაწყვეს ყველაფერი, რომ ვითომ ფაშისტური გახდა უკრაინა, რომ რუსეთს ჰქონოდა საბაბი, ასეთი ხელისუფლება დაემხო. დასავლეთი უკრაინას ეუბნება, დაგეხმარები მორალურად, იარაღით და იბრძოლეთ ბოლო უკრაინელის, ბოლო მართლმადიდებლის მოსაკლავად. დიდი თამაშია და სპექტაკლი მართლაც მშვენივრადაა შესრულებული. რუსეთს უნდა ჰქონოდა მიზეზი, ომი წამოეწყო უკრაინასთან და ახლა დასავლეთის ყველა ქვეყანა ამბობს, როგორ შეიძლება, ზელენსკი ფაშისტი იყოს, როდესაც ებრაელია?! ან როგორ შეიძლებოდა, „აზოვის“ ბატალიონი ფაშისტური ყოფილიყო? სადაც ებრაელები არიან, იქ ფაშიზმი ვერ იქნებაო. აღარ იმალება, რომ დღეს თავის გასამართლებელი საბუთია, ებრაელი თუა, არ შეიძლება, ფაშისტი იყოს. მაგრამ რეალურად ხდება ის, რომ მართლმადიდებლებს უმოწყალოდ ხოცავენ.

ზეციური იერუსალიმის გეგმა შედგენილია, ცენტრები გამოყოფილია; დადგენილია, ვინ უნდა იყოს მათი პრემიერი, ვინ უნდა იყვნენ მინისტრები. პრემიერი უნდა იყოს ნეთანიაჰუ, როდესაც ისარელში გაუვა ვადა. შინაგან საქმეთა მინისტრი – იაკობ კედმი. დალაგებული აქვთ ყველაფერი. ტრამპის ქალიშვილიც მათთანაა. ჩვენთვის გადაწყვეტილები მიღების დრო მთავრდება და თუ ჩვენ არ გვინდა სულიერი იერუსალიმობა, სხვა წაიღებს.

აქვე ისმის კითხვა: შემოვლენ თუ არა საქართველოში? შემიძლია, ჩამოვთვალო პოლიტიკური მიზეზები. ჩვენს კონსტიტუციაში წერია, რომ „ნატოში“ გაწევრიანება გვინდა. ჯერ ერთი, როგორ შეიძლება კონსტიტუციაში ასეთი რამის ჩაწერა?! მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩანაწერი განზრახაა გაკეთებული. ჩვენ რომ კანონებს ვიღებთ, არც ერთი არაა ქართული ინტერესების დამცველი. კანონი კაპიტალისტებისაა, ანუ ფულისაა. დღეს კაპიტალზე, ფულზეა აგებული სამყარო, პოლიტიკა ზედნაშენია, რომელიც იფუთება დემოკრატიით, არჩევნებით, ფოჩიანი კანფეტებით, რომელშიც შენი საწამლავია დამალული.

ლიბერალების გასაჩერებლად შემოიყვანეს მეორე ფრთა, ჩრდილოეთისკენ რომ იყურება და დასავლეთის ფრთას ამხელს, სწორია, მაგრამ ვინმეს თუ დასცდება სიტყვა, რომ ჩვენი სისტემაა შესაცვლელი?! დღეს არის მსოფლიო ერთმმართველობის შექმნის ბოლო ცდა. პირველი მსოლიო ომი ჩატარდა იმ გეგმით, რომ რუსეთში მონარქია დაემხოთ და თავიანთი ხალხი მიეყვანათ. მიიყვანეს კიდეც – მთელი დროებითი მთავრობა ებრაელები იყვბენ, შემდეგ ისინი შეცვალეს ბოლშევიკებმა და ისინიც ებრაელები უყვნენ. სტალინი მთელი ცხოვრება სიონისტებს ებრძოდა. ღმერთმა მაშინ ასე ინება: როცა საჭირო იყო, სტალინი მოიყვანა და როცა საჭირო იყო, იმ წითელი მასონებით აგებული საბჭოთა კავშირი დაშალა. ღმერთს არავინ ახსენებს, არადა ღმერთის გარეშე არაფერი ხდება. მაკედონელი რომ დაიბადა, მასაც ის უნდა გაეკეთებინა, რაც უფლის ხელში იყო. 20 წლისას მოესურვილა რაღაც. თავისი ვარსკვლავთმრიცხველი ჰყავდა. მან ურჩია, ერთ-ორ წელს მოეცადა და 22 წლისას უთხრა, მოვიდა შენი დროო. როგორ მოხდა, რომ ეს 22 წლის პატარა ბიჭი მაკედონიიდან გამოვიდა, მთელი შუა აზია, მთელი მსოფლიო დაიპყრო?! მცირე აზიაში უზარმაზარი პიროვნება იყო დარიოსი და ის დაამარცხა პატარა ბიჭმა, მაგრამ 33 წლის გახდა თუ არა, გარდაიცვალა და მისი სამეფო ოთხ ნაწილად დაიშალა.

საიდან გაჩნდა დავითი, ვისაც აღმაშენებელი ვუწოდეთ?! დაშლილი არ იყო საქართველო? რაღა მის თავში დაიბადა აზრი, უნდა გავაერთიანოო?! ღმერთმა რაც ინება, ის მოხდა. ახლა ეს ღმერთი გაცხადებულად მოვიდა ჩვენთან. ოცდარვა წელია, ამას ველაპარაკები საზოგადოებას და ვერ ვაგებინებ. ვიღაც ითხოვს ჩემთან ლაპარაკს, რომ გაერთონ. მაგრამ სიტყვა გართობისთვის კი არა, შესასრულებლად მოვიდა. ადამიანები ყველას ეპაექრებიან, ღმერთსაც: აბა, მე ვარ უფრო მაგარი თუ ღმერთი?! ვნახოთ, ღმერთი რას იზამს. რუსეთს ხომ დააწყებინა ომი?! უკრაინაში ხომ აქმნევინებს ზეციურ იერუსალიმს?! მაგრამ აი, მსოფლიო მმართევლობაზე სხვა ბრძანებაა გაცემული, შავ მასონებს უნდათ, ააშენონ სოლომონის ტაძარი იქ, სადაც დღეს დგას ალ აქსას მეჩეთი, სადაც აკურთხებენ ერთმმართველ მეფეს. ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა და ახლა, რადგან დედაქალაქია, მიიღეს გადაწყვეტილება, ააშენონ სოლომონის ტაძარი. აქამდე ამის საშუალებას მუსლიმური სამყარო არ აძლევდა, ანუ ახლა იქ უნდა ახალი ომი მუსლიმებთან?! მაგრამ დღეს უკრაინაში წყდება წითელი მასონებისთვის მთავარი საკითხი: უკრაინაში ზეციური ისრუსალიმის, როგორც სახელმწიფოს, ჩამოყალიბება.

ქართველობამ არ იცის, ცალკე რუსები ამბობენ, რომ ლაზარე რუსული ანბანია და ცალკე – უკრაინელები, რომ ლაზარეა მათი ახალი ანბანი. მათ იციან, რა ხდება საქართველოში და როგორია საქართველოს როლი. ფიქრობთ, ისინი დაგვინდობენ, როდესაც შემოვლენ?! მიზეზიც აქვთ; კონსტიტუციაში გიწერია, რომ გინდა „ნატო“, არადა ოფიციალურად, სწორედ ამის გამოა ომი უკრაინაში; მეორე მიზეზია ლუგარის ლაბორატორია: არაერთხელ ითქვა, რომ ასეთ ლაბორატორიებში ბიოლოგიური იარაღი მზადდება. ორი მიზეზი უკვე აქვს. მესამე მიზეზია ყოველდღიური რუსეთის საწინააღმდეგო ლაპარაკი. და რის იმედი აქვს საქართველოს, რომ უკრაინა გაიმარჯვებს?! და მათ სულიერი იერუსალიმის პრეტენზიის მქონე ქვეყანა მოუნდებათ?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი