პოლიტიკა

რაკეტდაჭიმულები

№38

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 23.09

ამბები
დაკოპირებულია

ანუ სიტყვების კორიანტელი

მართალია, უკრაინის მოსახლეობისგან მხოლოდ 18 მილიონი დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნახევარზე მეტი ქვეყნიდან გავიდა და მეტად გასაგები მიზეზების გამო: სიკვდილი არ უნდათ, მეორე მხრივ, გამოკითხვის თანახმად (მე თავს ვერ დავდებ მათ ობიექტურობაზე), უკრაინელ მებრძოლთა უმეტესობა დარწმუნებულია, რომ რუსეთს ბოლომდე უნდა ეომონ. შესაბამისად, ასეთია მათი არჩევანი (ომი მეტად აზარტული რამაა). შესაძლოა, ამ მიზეზით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა (დევიდ ლემი) განაცხადა, რომ ბრიტანეთმა და ამერიკამ უკრაინას უნდა გადასცენ იარაღი, რომელიც მას რუსეთის წინააღმდეგ ომში გაამარჯვებინებს და იქვე შენიშნა „ზამთრის გადამწყვეტი საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე“. ზამთარი შემთხვევით არ უხსენებია: ზამთარში რუსეთს ბუნებრივი უპირატესობა ექნება და იქვე ირანიც ახსენა: რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს გადასცემს, რომლებსაც რუსეთი ზამთარში გამოიყენებსო (შემოდგომაზე რა შეუშლის ხელს?!).

აქვე შეგახსენებთ, რომ ხსენებულმა ლემმა და აშშ-ის თავდაცვის მდივანმა (ენტონი ბლინკენი) მანამდე კიევში ვოლოდიმირ ზელენსკი მოინახულეს. ამის პარალელურად კი, იმავე დიდი ბრიტანეთის პრემიერი (კიმ სტარმერი) აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი რუსეთთან კონფლიქტს არ ეძებს, ვლ. პუტინის იმ განაცხადის საპასუხოდ, რომ უკრაინის მიერ დასავლური, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენება რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ამ ომში „ნატოს“ პირდაპირ მონაწილეობას ნიშნავს. რაკი საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ ცნობილი არ არის, ანუ ჯერ ერთი, გადასცემენ თუ არა შორ მანძილზე მოქმედ შეიარაღებას უკრაინელებს და, მეორე, მისცემენ თუ არა მათი რუსეთის სიღრმეში გამოყენების უფლებას, მით უფრო, არაფერი ვიცით, რას მოიმოქმედებს საპასუხოდ რუსეთი, ჯერჯერობით მხარეთა განცხადებებით უნდა დავკმაყოფილდეთ, რასაც ფონად უკრაინელებისა და, სხვათა შორის, რუსეთის მოქალაქეების, ანუ სლავების სისხლის მდინარეები გასდევს (აქვე ვიტყვი, რომ ასეთი მოცემულობა, უპირველესად, სლავების პრობლემაა და ამის შემდეგ – დანარჩენი სამყაროსი), იბადება კითხვა: რუსეთის დასამარცხებლად ვითომ უფრო უპრიანი თავად „ნატოს“ მოსკოვთან სამხედრო დაპირისპირება არ იქნებოდა?! თუმცა, „ნატოს“ მოტივებიც გასაგებია: საკუთარი სისხლის დაღვრას სიტყვებისა და რაკეტების კორიანტელი ურჩევნიათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა