პოლიტიკა

რა მიზნით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩინეთში ახალი ვირუსების აფეთქებაა, რომლებიც ლეტალურ შედეგს იწვევს

№2

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 22.01

ლევან ჩხიკვაძე
დაკოპირებულია

ყველას გვახსოვს, რომ კოვიდპანდემია მოულოდნელად დასრულდა, როგორც კი რუსეთი უკრაინას დაესხა თავს, ანუ რუსეთ-უკრაინის ომით დაიწყო დიდი გეოპოლიტიკური ჯახი დასავლეთსა და ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთს შორის. ზოგადად, ასეთია კაცობრიობის განვითარების ტენდენცია – დიდ ომებს ყოველთვის უძღოდა წინ პანდემია-ეპიდემიები. თუმცა, ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთში ახალი ტიპის ვირუსებმა იფეთქა (ეს მაშინ, როდესაც აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მწვავედ გააკრიტიკა ჯანმო და განაცხადა, რომ აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დატოვებს) და კრემატორიუმები სამუშაოს ვერ აუდიან (ანუ ვირუსის მსხვერპლი დიდიაო, მიანიშნეს), ოღონდ დასძინეს, რომ საგანგებო მდგომარეობა ჯერ არ გამოცხადებულა. რას უნდა მიეწეროს ახალი ვირუსებით კაცობრიობის მორიგი დაშინება? – ამ თემას მიკრობიოლოგ ლევან ჩხიკვაძესთან ერთად განვიხილავთ.

– ომის დასრულებას აპირებენ თუ რა მიზანს ემსახურება ვირუსების შემოტანა გეოპოლიტიკურ ავანსცენაზე?

– ჩემს არაერთ ინტერვიუში მითქვამს, ბუნებაში იყო და იქნება ვირუსებიც, ჩხირებიც, კოკებიც, ბაქტერიებიც, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, ლიბერალური ფაშიზმის ბრძოლის მეთოდებია. ჯერ ვითომ პანდემიას აცხადებენ, რასაც მოჰყვება ხოლმე ომები და სრულდება ტერიტორიების განაწილებით. ოღონდ მსოფლიოში ყველამ კარგად დაინახა, რომ ამ საუკუნეშიც კი აბსოლუტურად ყალბი პანდემია გამოცხადდა, უფრო ზუსტად, არც გამოცხადებულა, ითქვა, რომ პანდემიაა. ხალხი მოატყუეს იმისთვის, რომ ბიოლოგიური იარაღი გამოეცადათ, რასაც აცრები დაარქვეს, რაც, ვნახეთ, რა შედეგებითაც დასრულდა.

– ახლა უკვე ითქვა, რომ ვაქცინები არ იყო გამოცდილი და ბევრი გვერდითი მოვლენა აღმოაჩნდა.

– დიახ, ეს უკვე აღიარა მსოფლიომ. ტრამპმაც და მისმა მარჯვენა ხელმა რობერტ კენედი უმცროსმა პირდაპირ განაცხადეს და აღარ გავიმეორებ. სანამ ისინი იტყოდნენ, მე ვამბობდი 2020 წლის დასაწყისშივე. შესაბამისად, ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა. უკვე ჩვენმა სახელმწიფომაც აღიარა, რომ პროცესები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს, არის ლიბერალური ფაშიზმის ადგილობრივი გამოვლინება. ამდენად, უკვე სახელებითა და გვარებით გამოჩნდა, ვინ ვინ არის. ბოლოს და ბოლოს, პრეზიდენტად ჰყავდათ ერთ-ერთი მათგანი – სალომე ზურაბიშვილმა, გახარიასთან ერთად, უმიზეზოდ ჩაკეტა ქვეყანა. სალომე ზურაბიშვილმა ამას ხელი შეუწყო 2019 წლის 2 აპრილს, როდესაც პარლამენტარები მოატყუეს და შეცვალეს კანონი ეპიდემიებისა და პანდემიების შესახებ. ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს გამყრელიძე-იმნაძე-ცერცვაძისა და ივანე ჩხაიძის ტყუილების საფუძველზე. ისინიც გაიშიფრნენ, ისევე, როგორც გაიშიფრნენ ამერიკაში და გამოვიდა, რომ გენოციდი მოუწყვეს მოსახლეობას. რამდენია გარდაცვლილი ჩაკეტვის პერიოდში? 23 000-ზე მეტი ადამიანი, ხომ? ასევე, დადგინდა, რომ გარდაცვლილები იყვნენ მხოლოდ კლინიკებში, ისიც დადგინდა – რით, ჯანმოს გაიდლაინებით. როდესაც ეს ყველაფერი გაიშიფრა მთელ მსოფლიოში, თავისთავად ცხადია, რომ ყველგან წააგო არჩევნები იმ პოლიტიკურმა ჯგუფებმა, რომლებიც ამის უკან იდგნენ, ანუ ლიბერალურმა ფრონტმა. რეიგანმა 1988 წელს თქვა, რომ, თუ ფაშიზმი განმეორდება, მას ლიბერალიზმის სახე ექნებაო. ეს ნიშნავს, რომ ამის თქმამდე ათიოდე წლით ადრე იქნებოდა დაწყებული ეს პროცესი, ანუ 50 წლის განმავლობაში ემზადებოდნენ ამისთვის. მათ არ უნდათ, რომ გასამართლდნენ და, ბუნებრივია, ეს თავმოჭრილი გველეშაპები კუდს იქნევენ.

– ეს უკავშირდება ტრამპის განცხადებას, რომ აშშ გამოვა ჯანმოდან?

– დიახ.

– და ისევ ჩინეთი რატომ დასახელდა ახალი ვირუსების გავრცელების ადგილად?

– უნდათ, რომ ჩინეთსაც ავნონ, მაშინ, როდესაც ჩინეთში ამ თვალსაზრისით არაფერი ხდება. მე ვპასუხობ თქვენ მიერ დასმულ კითხვას: საქართველოში მედია ისევ ეწევა ამ ტიპის პროპაგანდას, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც სრულად „ნაციონალური“ გახდა მას შემდეგ, რაც ქუჩიდან შეიჭრნენ. იმავე ჟურნალისტებმა გაავრცელეს ძველი, 2020-2022 წლების ფოტო და ვიდეომასალები და თქვეს, რომ ვითომ ახლა ხდება. დაუკვირდით სოციალურ ქსელში გავრცელებულ მასალებს, რა თარიღი აწერია. ეს არის ლიბერალური ფაშიზმის დაკვეთა ჟურნალისტებისადმი. ხალხი კი ღელავს, არადა ზამთრის პერიოდია და ვირუსები ყოველთვის იყო და იქნება მომავალშიც, მაგრამ ის, რასაც ავრცელებენ, არის ძველი და ცრუ ინფორმაცია. ივანე ჩხაიძე, რომელიც ექიმი არ უნდა იყოს, ბედავს და ამბობს, ეს იმიტომ ხდება, რომ აცრილები არ იყვნენო. ანუ მსოფლიომ უკვე უარყო კოვიდის აცრები, ის კი კვლავ მოუწოდებს აცრისკენ. ამიტომ მე მოვუწოდებ ყველას, შეინარჩუნონ სიმშვიდე, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ადამიანი ყოველთვის ხდება ავად და მომავალშიც გახდება. შესაბამისად, იმკურნალონ ცნობილი, ტრადიციული მედიცინის საშუალებებით.

– კერძოდ?

– გააჩნია, გაციების რა ფორმა ექნებათ. ყელის ტკივილისას – სოდიანი და იოდიანი წყლის ნაზავის გამოვლება, პლუს – კომშის ნახარშის დალევა. რაც მთავარია, იმას, რომ მასმედიამ ძველი ინფორმაცია გაავრცელა, ცრუექიმებმა კი ის თქვეს, რაც თქვეს, დაემატა საქართველოს ცაზე თვითმფრინავები, რომლებიც ისევ ტოვებენ კვალს. ამ ქიმიური ნივთიერებების ჩამოყრა ხელს უწყობს ხელოვნური პროცესის გაღვივებას, მაგრამ ვერაფერი ხელოვნური ვერაფერს ავნებს ადამიანს, თუ არ სჯერა, რომ რაღაც დაემართება. რაც უნდა იყოს ბუნებაში, ადამიანი მას ჩვეულებრივ გადაიტანს, იმისდა მიუხედავად, ის გამოფრქვეული იქნება თუ ბუნებრივი. ადამიანს შეუძლია ნებისმიერი რამის მონელება, იმდენად სრულყოფილი ჯანდაცვის სისტემა აქვს, რასაც იმუნური სისტემა ჰქვია. ის, უპირველესად, ძლიერდება შინაგანი პოზიტივით. დიდი სიყვარულის ფრქვევით, მხოლოდ ამით ითრგუნება არა მხოლოდ ბოროტება, არამედ დაავადებებიც.

– რა მიზანი აქვს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანების ისევ ვირუსებით დაშინებას?

– ფაშიზმს ეროვნება არ აქვს. მათ ჰყავთ ხელმძღვანელობა, რომელსაც ტრამპმა ძალიან სწორად დაარქვა „დიფ სთეითი“, სახელმწიფო სახელმწიფოში. მმართველმა რგოლმა გასცა დავალებები, ვის რა უნდა გაეკეთებინა და ასრულებენ. ამის გაუვნებელყოფა შესაძლებელია შემდეგნაირად: პირები, მათი წარმომადგენლები, რომლებიც ყველა ქვეყანაში არიან და ასრულებენ მსგავს დავალებებს, უნდა იქნენ იზოლირებული საზოგადოებისგან. როდესაც ეს ჯაჭვი გაწყდება, შემდეგ ვერავინ ვერაფერს დააშავებს. არაერთხელ მითქვამს: გასული საუკუნის ფაშიზმი რაც იყო, გასაგებია. იყო ასაღები ერთი ჰიტლერი, ერთი ჰიტლერული გერმანია და ერთი რაიხსტაგი. დღეს ისეთი ლიბერალური ფაშიზმია, რომ ყველა ქვეყანას თავისი „ჰიტლერი“ ჰყავს და თავისი „რაიხსტაგი“ აქვს. ამიტომ ყველა ქვეყანამ თავის ქვეყანაში უნდა დაამარცხოს ფაშიზმი და მათი დამარცხება არ ნიშნავს, რომ არჩევნები მოიგე, უნდა გაასამართლო და ჩამოართვა ქონება, კრიმინალით მოპოვებული. თუ ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს წარმატებული, ეს უნდა გავაკეთოთ, ღირსებით კი ევროპაში სამი ქართველი შევიდა: სტალინი, ბერია და ქანთარია.

– ხალხის დაშინების მიზანს ვერ ვიგებ, ვინც უნდა იდგეს ამის უკან: რა ხეირს ნახულობენ?

– გაიხსენეთ, რა საზოგადოებრივი დაპირისპირებები გამოიწვია იმ ლიბერალური ფაშისტების ლოზუნგმა: აიცერი – არ აიცრა; პირბადე აიკარი – არ აიკრა?! მათი მთავარი მიზანია საზოგადოებრივი აზრის დაყოფა და სათავისოდ გამოყენება, პრინციპით: დაყავი და იბატონე.

– მე მახსოვს, პანდემიის დროს როგორ იბრძოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში მედიკოსები და იურისტები. როგორ არ ემორჩილებოდნენ ჯანმოს გაიდლაინებს და ამბობდნენ, რომ კოვიდი იკურნება და გვაჩვენებდნენ განკურნებულ პაციენტებს. ჩვენთან რამდენიმე ადამიანმა თუ ამოიღო ხმა. მიჭირს დაჯერება, რომ ყველა გაყიდულია, იქნებ არაპროფესიონალიზმია მიზეზი?

– რამდენი ექიმი ან სამედიცინო სფეროსთან დაახლოებული ადამიანიც დაინახეთ, იმდენი პატიოსანი ექიმი ჰყავს ქვეყანას, დანარჩენი ყველა გაყიდულია.

– იქნებ არაპროფესიონალიზმი?

– არა, გაყიდულია. შეუძლებელია, სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრო, თუნდაც, ნაცნობობით და არ იცოდე, რომ პირბადე ვერაფრისგან ვერ იცავს; შეუძლებელია, დიპლომირებულმა ექიმმა არ იცოდეს კრებსის ციკლი. შეგახსენებთ, როდესაც მოულოდნელად ვეწვიე გამყრელიძის კლასტერს, ერთად რომ იყვნენ შეკრებილები გაეროს ქოლგის ქვეშ და მორიგ ჯერზე უნდოდათ ხალხის მოტყუება და ჩამოვუყალიბე ყველაფერი, ყველა გაჩუმდა. როდესაც სხვადასხვა კითხვა დავსვი და გამყრელიძეს ავუფრიალე თავისივე ხელმოწერილი დოკუმენტი, რომ არანაირი კორონავირუსი არ გააჩნია და არანაირ დაკვირვებებს არ აწარმოებს, მიკრობიოლოგიურად რომ ჩავეძიე, მიპასუხეს, თქვენნაირი ცოდნა არ გაგვაჩნიაო. თუ არ გაგაჩნიათ, ხალხს რატომ ატყუებთ-მეთქი და გაჩუმდნენ. გაეროს წარმომადგენლებიც იქ იყვნენ. ამის ვიდეოჩანაწერიც არსებობს და „იუთუბზე“ დევს. ამდენად, წესიერი ექიმი ის იქნებოდა, მაშინ რომ ხმა ამოეღო.

– ეს ჩვენი გენეტიკური მასალა რომ წაიღეს. რა ბედი ეწია?

– ესაა სწორედ დანაშაული. გენეტიკურ მასალას დაუკითხავად იღებენ და მიაქვთ სადღაც. ეს პირადად იმნაძის დანაშაულია. მან პირადად აღიარა ეს სატელევიზიო ეთერში.

– მახსოვს, გავაგზავნეთ აშშ-ში გენეტიკური მასალებიო და ვერ მივხვდი, რა კავშირი ჰქონდა ჩემს გენეტიკურ მასალას ან ვინმე სხვის გენეტიკურ მასალას კორონავირუსთან.

– პერსონალური ბიოლოგიური იარაღის დასამზადებლად. ისინი ებრძვიან მართლმადიდებლობას და, განსაკუთრებით, ქართველების მართლმადიდებლობას, იმიტომ რომ განსაკუთრებული ადგილმდებარეობაც გვაქვს და რაღაც განსაკუთრებული გვაქვს გენეტიკაშიც, რის წაშლაც უნდოდათ აი, ამ ბიოქიმიური ტერორით.

– ადამიანები იმდენად არაადეკვატურად იქცევიან, ლოგიკურად მეპარება ეჭვი, რომ, მხოლოდ თავიანთი ხასიათიდან გამომდინარე იქცეოდნენ ასე.

– უმეტესობა ისინი არიან, რომლებიც, სამწუხაროდ, აიცრნენ. მათი გენეტიკა შეცვლილია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

20-26 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა