პოლიტიკა

რა განსხვავებაა დასავლურსა და ჩინურ ვაქცინებს შორის, რა შედეგის გამოწვევა შეუძლია ერ ენ ემ და დე ენ ემ ვაქცინებს და გაუძლებს თუ არა ყველა ადამიანის ორგანიზმი აცრაში არსებულ ჩანართებს

№40

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 13.10, 2021 წელი

ლევან ჩხიკვაძე
დაკოპირებულია

კოვიდპანდემია გრძელდება და, შესაბამისად, აკრძალვებიც. ხელისუფლება აცხადებს, რომ აცრები სავალდებულო არ არის, თუმცა კერძო თუ სახელმწიფო სტრუქტურებში, ფაქტობრივად, აიძულებენ თანამშრომლებს, რომ აიცრან. კვლავ უცნობია მოკვდაობის ზუსტი და სრული სტატისტიკა, ვაქცინების შემადგენლობა, გვერდითი მოვლენების სრული ჩამონათვალი, მუშაობს თუ არა ეფექტიანად ჯანმოს გაიდლაინი, ინდივიდუალური მიდგომა სჯობს თუ განურჩევლად ყველას აცრა და ასე შემდეგ დაუსრულებლად. ამ თემებზე მიკრობიოლოგ ლევან ჩხიკვაძეს გავესაუბრეთ და აქვე მინდა, შევნიშნო, რომ ჩვენი მსჯელობა არ ეფუძნება აცრილის ან აუცრელის შეშინებას, აცრის ან არაცრის აუცილებლობის თავზე მოხვევას, არც იმის მტკიცებას, რომ აცრილი ან აუცრელი პოტენციალური მკვლელი ან გადამრჩენია, უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ადამიანისთვის გააზრებული არჩევანის გასაკეთებლად განსხვავებული აზრის მოსმენაც სასარგებლოა.

– მთავარი, რასაც ვერ ვიგებ, არის ის, თუ რატომ მოითხოვენ ანტისხეულების მქონე ადამიანების აცრასაც, ამ ბოლო ხანს დაამატეს, ერთხელ მაინცო. ვაქცინაციის მიზანი, ხომ არ მეშლება, სწორედ ანტისხეულების გამომუშავებაა, რომ ადამიანს აღარ შეეყაროს დაავადება?

– ასეა... ის, რასაც გამყრელიძე და მისი კლასტერი გვთავაზობენ და უწოდებენ ვაქცინებს, პირველადვე, როგორც კი ახსენეს, თენგიზ ცერცვაძემ აღწერა და თქვა, რომ ამ სითხეებს არაფერი აქვს საერთო იმ ვაქცინებთან, რომლებსაც აქამდე იცნობდა კაცობრიობა. მხოლოდ ამითაც კი ცხადი ხდება, რომ სიტყვა „ვაქცინაც“ არ უნდა იხმარო და თავისი სახელი უნდა დაარქვა; რა უნდა დაარქვა, ეს კიდევ სხვა თემაა. მეტიც, თუ თავიდან ამბობდნენ, რომ ვაქცინები არ კლავს, თვით გამყრელიძეც იძულებული გახდა, ეთქვა, რომ სამზე მეტი გარდაცვლილია აცრების შემდეგო, თუმცა, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რაც ჯანდაცვის მინისტრს დავუდე მაგიდაზე, უკვე 54 ადამიანი გარდაიცვალა აცრის შედეგად. რეალური ციფრი გაცილებით მეტია, მაგრამ იცით, რომ ოჯახის წევრების ნებართვის გარეშე ჩვენ არ გვაქვს უფლება, გავასჯაროოთ ინფორმაცია. რაც გამოვაქვეყნეთ, ის შემთხვევები ოჯახის წევრების მიერაა დადასტურებული და მათი თანხმობით გადავეცით ჯანდაცვის მინისტრს. როდესაც ვაქცინაციის შემდეგ გარდაიცვალა მეგი ბაქრაძე, მაშინვე უნდა შეწყვეტილიყო აცრები, მაგრამ ამის მიზანი არა ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, არამედ გენოციდია.

– მძიმე ბრალდებაა.

– ათიოდე დღის წინათ ჩვენი ჯგუფი ვიყავით ლუგარის ლაბორატორიაში, სადაც შევხვდით გამყრელიძეს, შეხვედრის ჩანაწერი გამოქვეყნებულია „იუთუბიზე“. გამყრელიძემაც აღიარა, რომ აცრით გარდაცვლილთა ოდენობა სამზე მეტია და სწორედ იმ შეკითხვაზე, რაც თქვენც ახლა დასვით, მათ შორის, ანტისხეულებზე, ის გამწარდა. მოვილაპარაკეთ, რომ ერთი კვირის განმავლობაში „საზოგადოებრივ არხზე“ გაიმართებოდა დებატები ჩვენს, დამოუკიდებელ ექსპერტებსა და გამყრელიძე-იმნაძე-ცერცვაძესთან, მაგრამ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ რამდენიმე დღის წინათ კატეგორიული უარი გვითხრა ამ ტიპის გადაცემის ჩაწერაზე: მთელი სატელევიზიო ბადე ეთმობა არჩევნებს და ასეთი დებატების დრო არ არისო. ანუ ადამიანების ჯანმრთელობა არავის აღელვებს, მთავარია არჩევნები! მინისტრები, პრემიერ-მინისტრი გვეუბნებიან, რომ აცრა იძულებითი არ არის, მსგავსი განკარგულება არ არსებობს და იურიდიულად მართლაც ასეა, მაგრამ, ფაქტობრივად, იძულების ათი ათასობით შემთხვევაა, რის დასტურიც დავულაგეთ ჯანდაცვის მინისტრს. რამდენიმე დღის წინათ კავკასიის უნივერსიტეტის რექტორმა კახა შენგელიამ, რომელიც მიკერძოებულია „ნაციონალური მოძრაობისადმი“, გამოაცხადა, რომ არ აინტერესებს, რა განკარგულებები გამოსცეს ღარიბაშვილმა და ტიკარაძემ, ეს ჩემი ბიზნესია და რასაც მინდა, იმას გავაკეთებ ჩემს უნივერსიტეტშიო. მეტიც, ივლისში, სწავლის დაწყებამდე ორი თვით ადრე გადაახდევინა სწავლის საფასური სტუდენტებს და დღეს ეუბნება, თუ არ აიცრებით, არ დაგიშვებთ ლექციებზეო. ესეც გამოიწვია გამყრელიძისა და მისი კლასტერის მეცნიერების ფარგლებიდან გასვლამ.

– მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც სამსახურებში აიძულეს, აცრილიყვნენ და ისეთებსაც, რომლებიც თავიანთი ნებით აიცრნენ და ძალიან ღელავენ, ამიტომ მინდა, რომ ინფორმაციულიც იყოს ჩვენი საუბარი. ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში, აცრის შედეგად ადამიანები, სავარაუდოდ, სხვა ქვეყნებშიც იღუპებიან, და არიან ისეთებიც, რომლებიც დედის რძესავით ირგებენ ვაქცინას.

– სავარაუდოდ - არა, სხვა ქვეყნებშიც იღუპებიან ადამიანები და იმიტომაც შეწყვიტეს ვაქცინაცია იმ ქვეყნებში. მაგრამ აქ სხვა რამეცაა: საქართველოში არ მოგვცეს ამ სითხეების გამოკვლევის საშუალება. ჩვენი მოსაზრებები ეყრდნობა მსოფლიოს ნობელის პრემიის მფლობელთა აზრებს. თვით ერ ენ ემ ვაქცინის შემქმნელმაც, რობერტ მელოუნმაც კი თქვა, რომ ადამიანებზე ამ ვაქცინის გამოყენება არ შეიძლება, იმიტომ რომ მან იცის ერ ენ ემ ვაქცინის ცხოველებზე გამოყენების შედეგიც. დიდი ბოდიში, მაგრამ რობერტ მელოუნის, კერი მულისის, ლუკ მინტეინის კატეგორიული უარყოფითი დასკვნები ჩვენთვის გაცილებით მეტს ნიშნავს.

– აცრა არის ცილოვანი, ანუ, თუ ადამიანი სრულფასოვნად არ იკვებება, საკმარისი ოდენობით ცილა არ არის მის ორგანიზმში, რა ცილა უნდა შექმნას?

– თქვენ სვამთ სწორ კითხვებს, ამაზე არსებობს კლასიკური პასუხები, მაგრამ ეს სითხეები არ არის კლასიკური ვაქცინა. ადამიანებს ეუბნებიან, გაქვს კოვიდი, მაგრამ რა არის ამ კოვიდის წარმომშობი? დაავადება კოვიდი არ არსებობს, იმიტომ რომ უკვე დადასტურებულადაა ცნობილი, რომ ეს არ არის ბუნებრივი ვირუსი, ეს არის ხელოვნური და რადგან ხელოვნურია, ეს არის ტროას ცხენის მსგავსი ბიოლოგიური იარაღი; მის არც შემადგენლობას გეუბნებიან, არც კვლევის საშუალებას გვაძლევენ, მხოლოდ სიტყვაზე უნდა ვენდო გამყრელიძესა დ იმნაძეს. რაც შეეხება ანტისხეულებს: ადამიანი ავად გახდა და დაუდგინეს კოვიდი, რის ანტისხეულები გამოუმუშავდა? რა დაავადება ჰქონდა? ეს მეც მაინტერესებს და სხვასაც, მაგრამ არაფრის საშუალებას არ იძლევიან. ხაზს ვუსვამ – არათუ აცრის, პი სი არის გაკეთების იძულებაც სრული აბსურდია. ჯერ ერთი, პი სი არი არ ადგენს დაავადებას, მხოლოდ ჯიბის გასასქელებლადაა მოგონილი და პანდემიური ციფრების შესაქმნელად. ის ფაქტიც, რომ საზმაუწყებელზე არ მოგვცეს დებატების საშუალება, ნიშნავს, რომ არჩევნების შემდეგ გადარაზავენ ქვეყანას და სახლებში დაუვლიან ხალხს ძალით ასაცრელად.

– „ტიკტოკზე“, რომელიც ჩინურია, აქვეყნებენ დასავლეთის სახელმწიფოებში მიმდინარე პროცესებს, ანუ იქ საჯარო ჩვენებისთვის ცენზურის მიერ აკრძალულ ვიდეოებს, რომლებიც ალტერნატიულ ინფორმაციას გვაწვდის კოვიდზე, მაგრამ არავინ იცის, რა ხდება ჩინეთში.

– დასავლური ვაქცინები ერ ენ ემია და რევენტაზა ახლავს თან, ეს მხოლოდ ერთ ჩანართზე ვამბობ, ლუკ მონტენიე კი, ვინც შიდსი აღმოაჩინა, ამბობს, რომ 18 ჩანართია. ჩინური ვაქცინები კი უკვე მზა ცილაა და ცოტა უფრო დიდი ხნის შემდეგ იმოქმედებს. არც ის დაივიწყოთ, რომ ფაიზერში აღმოაჩინეს გრაფენის ოქსიდები, ისინი ზეგამტარებია და როდესაც მაგნიტური იმპულსი მიეცემა, ამოძრავდება, ანუ ადამიანი თავისუფლად შეიძლება, იქცეს ანტენად. გაუძლებს თუ არა ამას ადამიანის სხეული, არავინ იცის. როდესაც ადამიანის ორგანიზმში გაქვს ისეთი რამ, რომელსაც შეგიძლია, ინფორმაცია გადასცე ან იქიდან მიიღო, მარტივად დაადგენ, ყოველგვარი მობილურის გარეშე, სად გადაადგილდება. უამრავი რამაა აღმოჩენილი და წინ კიდევ გველის აღმოჩენები. ეს არ არის შექმნილი ერთი ადამიანის მიერ, სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციაა, იმიტომ რომ ეს სამხედრო იარაღია.

– არავინ მალავს, რომ ეს ბიოლოგიური ომია და შეიძლება, იმდენი არა, რამდენსაც აცხადებენ. მაგრამ ფაქტია, ადამიანები იხოცებიან.

– თუ აცრილი არ არის ადამიანი და კლინიკაში მოხვდა, იქ მას კლავს გაიდლაინი, რომელიც არ არის მიმართული გამოჯანმრთელებისკენ, იმიტომ ვამბობ, რომ თითოეულ შემთხვევაზე უნდა დაიწყოს გამოძიება. ადამიანი კლინიკაში თავისი ფეხით შედის და იქიდან ცელოფანში გასკოჩილი გამოჰყავთ?!

ადამიანის იმუნიტეტი და მთელი კაცობრიობა შექმნილია უფლის მიერ და იმდენად ძლიერია ეს იმუნიტეტი, რომლის შესახებაც მცირედი იცის მეცნიერებამ, რომ გაცილებით მეტი შეუძლია. მთავარია, ადამიანებმა იზრუნონ თავიანთ იმუნიტეტზე, უპირველესად კი, იმუნიტეტს აძლიერებს პოზიტივი, სუფთა ჰაერი, მეტი მოძრაობა, ჯანსაღი კვება. პანიკა, შიში, სტრესი – კლავს! ადამიანის იმუნიტეტია უნიკალური და უნივერსალური ჯანდაცვის სისტემა!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი