პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრის ანცი ქმარი

№35

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 05.09

პრემიერ მინისტრი
დაკოპირებულია

ანუ გადარჩენილი ვიოლა

გასული კვირის მიწურულს გაირკვა, რომ ესტონეთის პრემიერის (კაია კალასია) ქმარი (არვო ჰალიკი) და ქმრის ბიზნესპარტნიორი რუსეთში საქმიანობდნენ, თუმცა პრემიერი ირწმუნება, 21 აგვისტოს შევიტყვეო და იქვე გვამშვიდებს, რომ რუსეთში საქმიანობას სექტემბერში დაასრულებენ. ზედაც, ამატებს, რომ ოჯახსა და სამსახურს ერთმანეთისგან მიჯნავდა, ამიტომ წარმოდგენაც არ ჰქონია, რას და სად საქმიანობდა მისი ქმარი. მით უფრო, ის უმცირეს წილს ფლობს იმ კომპანიაში, რომელიც რუსეთში მუშაობს და ემსახურება ესტონურ კომპანიასო, რაც, არც მეტი, არც ნაკლები, იმას ნიშნავს, რომ რუსეთში ახლაც კი, უკრაინაში ომის დროს, ესტონური კომპანიები მუშაობენ.

ესტონეთის პრემიერი მედიას გამოუტყდა, რომ მის ქმარს არ ესმოდა ამ საკითხის მორალური მხარე (სანქციები არ დაურღვევიაო), მაგრამ, რაკი ახლა იგი (ანუ ქმარი) აზრზე მოსულა, ესტონეთის პრემიერი არ აპირებს გადადგომას. თუ საქართველოსადმი ევროდეპუტატების ხისტ დამოკიდებულებას გავიხსენებთ, ადვილი წარმოსადგენია, როგორ აიფოფრებოდნენ ქ-ნი ვიოლა (ფონ კრამონი) და ლიეტუველი თუ პოლონელი პოლიტიკოსები, მსგავსი რამ ჩვენთან რომ მომხდარიყო, ამდენად, ვფიქრობ, მათ ნერვულ სისტემებს ბედი ჰქონიათ, რომ რუსეთში ესტონეთის პრემიერის ქმრის ბიზნესია და არა საქართველოს პრემიერის ცოლისა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...