პოლიტიკა

პოლიტფალავნები

№37

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 17.09

ამბები
დაკოპირებულია

ანუ გადამწყვეტი ბრძოლა სატელიტებისთვის

არჩევნები არა მხოლოდ ჩვენთან ახლოვდება, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კიდეც დასრულდა (მაგალითად, გერმანიაში და გამარჯვებულ პარტიას, რომელიც ლიბერალიზმისგან შორს დგას, ხმები გადაუთვალეს, შესაბამისად, ჩამოაკლეს, შეგვეშალაო, შესაბამისად, გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად, ანუ სხვა პარტიების გარეშე ვერ მიიღებენ); არანაკლებ დაძაბულია წინასაარჩევნო გარემო აშშ-ში, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატი შეიცვალა, ხოლო რფ-ის ისევ მოუწოდებენ, არ ჩაერიოს ამერიკულ არჩევნებში („ჩარევაში“, ცხადია, „რესპუბლიკელი“ კანდიდატის გამარჯვება იგულისხმება); რუსეთის პრეზიდენტი ოხუნჯობს და აცხადებს, რომ კამალა ჰარისის გადამდები სიცილი მოსწონს, თუმცა ადრე მათი ფავორიტი ბაიდენი იყო, ახლა ქალბატონს გულშემატკივრობენ. აი, ამერიკული Voice of Amerika-ის მეშვეობით, ამერიკელი ანალიტიკოსები კი, სახელდობრ, ჩვენ გვაფრთხილებენ, რომ საქართველოს არჩევნებში რუსეთი და ჩინეთი ჩაერევიან.

გაფრთხილებული შეიარაღებულიაო, ამბობს ერთ-ერთი ხალხური სიბრძნე და ფაქტია, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, მაგრამ, მეორე მხრივ, პატარა ქვეყნების, სატელიტებად რომ აღიქვამენ დიდები, არჩევნებში ყველა ერევა, ვისაც, მაპატიეთ, ჟარგონისთვის, სატელიტის „დათრევა“ უნდა. შესაბამისად, არც ის იქნებოდა ურიგო, არჩევნების ნაცვლად ტატამი მოგვეწყო და გავლენის მსურველები ერთმანეთისთვის რომელიმე ცენტრალურ მოედანზე დაგვეჭიდებინა?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა