პოლიტიკა

პოლიტორმაგობა

№36

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 12.09

მედვედევი
დაკოპირებულია

თაფლაკვერებსა და მათრახებს შუა

აქეთ – დმიტრი მედვედევმა შემოგვითვალა, მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, გაეროს სულისკვეთებით, თუ არადა დე ფაქტო აფხაზეთსა და „იუჟნაია ოსეტიას“ შემოვიერთებთო (რითაც იმედი გაგვიჩინა), იქით კი – გრიგორი კარასინმა გვამცნო (ის კი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეების კომიტეტის თავკაცია), რომ ყველაფერს აკეთებს (არათუ საკუთარი ტყავიდან, საკუთარი ტანკებიდანაც კი ძვრება), რათა სხვა ქვეყნებმა (მათ შორის, ინდოეთმა და ჩინეთმა) სოხუმი და ცხინვალი ცნოსო (დამეთანხმებით, ან ცნობის ვერსიას უნდა „მიაწვნენ“, ან მიერთებისას, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ).

კარასინი მეგობრებითურთ დე ფაქტო ცხინვალს ეწვია, რომ მათთან ერთად აღიარების მეთხუთმეტე წლისთავი აღენიშნა და სწორედ იქ გვეუწყა ზემონათქვამი სიახლე. მეტიც, იქვე დასძინა, რომ, რაკი მოსკოვსა და ცხინვალს არნახულად თბილი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ (რა თქმა უნდა, ჩამოუყალიბდებოდათ: ცხინვალში რუსეთის ბაზა, ხომ, რეგიონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლაცდარმია რუსეთისთვის, განსაკუთრებით, ამჟამად მიმდინარე გეოპოლიტიკური ჯახისას?!) და ცხინვალის რეგიონში უკვე თითზე ჩამოსათვლელად დარჩენილი ოსი სეპარატისტებიც დააიმედა, რომ (მომყავს ციტატა) „რუსეთი უწევდა და მომავალშიც ყოველმხრივ დაეხმარება „იუჟნაია ოსეტიას“ სახელმწიფოს მშენებლობაში, უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებასა და ეკონომიკისა და სოციალური სფეროს განვითარებას.“

ბუნებრივია, ბრმისთვისაც ნათელია (თუ ესმის მაინც), რომ კარასინისა და მედვედევის განცხადებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ისევ რუსული თაფლაკვერისა და მათრახის შუაში ვართ (და ვაი რომ – არა მარტო რუსულის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...