პოლიტიკა

პოლიტ-სიყვარულობანას ხინჯი

№9

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 07.03, 2023 წელი

პოლიტ-სიყვარულობანას
ხინჯი
დაკოპირებულია

ანუ ინტერესების უზენაესობა

რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმიდან უკვე ერთი წელი გავიდა და არათუ უცნობია, როგორ დასრულდება ომი, როდის გამოიღებს შედეგს უკრაინელების თავგანწირვა და დასავლური სანქციები, ისევე, როგორც ის, რა ბედი ეწიათ მოსკოვის მიერ დატყვევებულ „აზოველებს“, არამედ, ზოგადად, შეიქმნება თუ არა დედამიწაზე ახალი წესრიგი (ლამის არც ერთი საერთაშორისო შეთანხმება აღარ მუშაობს).

ამასობაში კი, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გასული კვირის მიწურულს რეზოლუცია მიიღო და რფ-ს უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და ქვეყნის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს. გაეროს წევრი 193 ქვეყნიდან რეზოლუციას მხარი 141-მა ქვეყანამ დაუჭირა, რუსეთის გარდა, უკრაინიდან ჯარების გაყვანას ექვსი სახელმწიფო არ დაეთანხმა: ბელარუსი, სირია, ჩრდილოეთ კორეა, ერიტრეა, ნიკარაგუა და მალი.

საინტერესოა, რომ ყაზახეთმა, სომხეთმა, ტაჯიკეთმა და ყირგიზეთმა, როგორც სჩვევიათ, თავი შეიკავეს. ხოლო უფრო საინტერესო ისაა, რომ 32 თავშეკავებულთა შორის არიან ჩინეთ-ინდოეთ-ირანი. მაგალითად, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი იმ 13-ს შორის მოხვდა, კენჭისყრაში მონაწილეობა, უბრალოდ, რომ არ მიიღეს (დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანს ამის გამო გადაბრუნებულ სიტყვასაც არ ეტყვიან, მაშინ, როდესაც არც ისაა გამორიცხული, ჩვენი თანხმობა მზაკვრობად შეაფასონ).

ბუნებრივია, საქართველომ მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ გაეროს რეზოლუციას, სხვათა შორის, სერბეთმაც, მიუხედავად იმისა, რომ სერბეთი კრემლის მოკავშირედ მიიჩნევა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნებისმიერი კონფიგურაციისას (თვით პოლიტსიყვარულობანას დროსაც კი) უზენაესი საკუთრივ შენი ინტერესებია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი