პოლიტიკა

პიონტოვსკის პონტები

№20

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 24.05

პიონტოვსკის პონტები
დაკოპირებულია

ანუ ბებერი გენის ჯიუტობანი...

თითქოს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები არ გვეყოფოდნენ (და ჩვენებური ცხელთავიანებიც), დე ფაქტო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შესვლისკენ რომ გვიკიჟინებენ (არადა სულ ახლახან ავფეთქდით მორიგ ნაღმზე, რაც გასროლას მოაქვს); მეტიც, არც მალავენ, რომ რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნა უკრაინელებს შეეხიდებოდა; აწ უკვე რუსი პოლიტოლოგებიც გაერივნენ მარაქაში.

სახელდობრ, ანდრეი პიონტოვსკიმ პონტი ააგდო (მომიტევეთ ჟარგონისთვის) და უკრაინელ ჟურნალისტებს ურჩია, უკარნახეთ ერმაკს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაო.

მოვიხმობ ციტატას პიონტოვსკის ნაუბრიდან: „...შექმნილია ამერიკულ-უკრაინული ჯგუფი ერმაკ-მაკფოლი, რომელიც სანქციებითაა დაკავებული... ხმამაღლა ვაცხადებ, აუცილებელია, ივანიშვილი შეიყვანონ სანქციების სიაში. ის ფარული ბატონია საქართველოში და გაიქცევა, რეჟიმი დაემხობა. არახამია და არესტოვიჩი საუბრობდნენ ამაზე, რომ ის ეხმარება პუტინს, თავი აარიდოს სანქციებს. ასევე, არ უყვარს ბაიდენი. სწორედ ამიტომ ერმაკი-მაკფოლითაა შესაძლებელი, ერთი სვლით ბაიდენამდე ამის მიტანა და საქართველოს გათავისუფლება. წარმოგიდგენიათ, რამხელა ბიძგს მისცემს ეს ანტიპუტინისტურ მოძრაობას პოსტსაბჭოთა სივრცეში?!“

და თუმცა ჩვენი „აგდება“ მეტად იოლია (ეს არაერთხელ დაგვიდასტურებია, ხან ერთი და ხან მეორე შემოცურებული თემის ატაცებით), როგორც ჩანს, ბებერი გენები მაინც თავისას შვება; ბოლოს და ბოლოს, სისხლიანი საუკუნეებითაა გამობრძმედილი და, სავარაუდოდ, ამიტომაცაა, რომ აგერ უკვე მესამე თვე მოსრულდება, ვერა და ვერ მოახერხეს ქართველების იძულება ომისთვის – მათდა სამწუხაროდ, ჩვენი თვითშენახვის ინსტინქტი გაცილებით ძლიერია და მან იცის, რომ რუსეთთან მორიგი ომი (ამ ეტაპზე) ჩვენს მოდგმას სრულად გაანადგურებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

20-26 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ლუკა შუბითიძე

როდის იბრძოდა სიცოცხლისთვის ლუკა შუბითიძე დედასთან...