პოლიტიკა

ორს შუა

№14

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 15.04

ამბები
დაკოპირებულია

ანუ მენიუში

რაც უნდა ვიმეოროთ, რომ დასავლეთი იღვწის უკრაინის ბედნიერებისთვის, ფაქტი ფაქტად რჩება: უკრაინის ტერიტორიაზე პრეტენზია აქვს რუსეთს და მან უკვე დაიკავა უკრაინის ტერიტორიის ნაწილი; მეტიც, რფ-ის კონსტიტუციით, ჯერ ბოლომდე დაუკავებელი ტერიტორიებიც რუსეთის ფედერაციას მიაკუთვნა, ხოლო, ამის პარალელურად, უკრაინის სიმდიდრეებზე პრეტენზია აქვს აშშ-ს (დახმარებაშიც ქვითავს და უსაფრთხოებაშიც), რასაც, ოფიციალური ინფორმაციით, ეწინააღმდეგება უკრაინის პრეზიდენტი. ზელენსკი კი ზედმეტია ყველასთვის, გარდა ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთისა, რომლებსაც, ასევე, უნდათ, უხეშად რომ ვთქვათ, წილში ჩაჯდომა. დიდ ბრიტანეთთან უკრაინამ რამდენიმე თვის წინ 100-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის დეტალებიც ჩვენთვის უცნობია, მაგრამ ივარაუდება, რომ ის სწორედ იმ სიმდიდრეებს უკავშირდება, რომლებზეც პრეტენზია აქვს აშშ-ს და, ასევე, სავარაუდოდ, იმ ტერიტორიებზეცაა, რომელიც რფ-ის არმიამ დაიკავა. მეორე ასეა თუ ისე, თუ გავიხსენებთ, რომ (საბედნიეროდ, 2008 წლის აგვისტოს ომით გამოვედით ამ გეოპოლიტიკური ჯახიდან, რაკი ის მაშინ მხოლოდ პრელუდია იყო და არა იმგვარი მასშტაბური ომი, რაც დღეს უკრაინაშია) საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი, ფაქტობრივად, რუსეთს უჭირავს, დანარჩენ საქართველოში კი მოქმედებს კონსტიტუციის 78-ე მუხლი და, ისტორიულად, ორ იმპერიას შორის გახლეჩვა ჩვეულია ჩვენი ყოფისთვის, ჩნდება ეჭვი, რომ ჩვენთანაც უკრაინული სცენარია, უბრალოდ, საბედნიეროდ, ნაკლებ სისხლიანი, თუმცა, რაკი ჩვენ კვლავ მენიუში ვართ და არა – სუფრასთან, მოვლენების არც უფრო დრამატულად განვითარებაა გამორიცხული...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

14–20 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა