პოლიტიკა

ორმხრივი ბრექა

№6

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 06.02

ორმხრივი ბრექა
დაკოპირებულია

ანუ ან დაბრუნდები, ან ვერა

მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არაფერი გარკვეულა არც უკრაინისა და არც ისრაელის ფრონტის ხაზებზე (ერთი ისაა, ჩვენში განელდა ომის მოსურნეთა ჟინი), ვიცით, რომ სამიზნეში ირანია ამოღებული. კერძოდ, იმას გარდა, რომ „ჰეზბოლას“ უკან დასავლეთი ირანს მოიაზრებს, იემენის „ჰუსიტების“ გააქტიურებასაც ირანს უკავშირებენ (და მე ნამდვილად არ ვიცი, რა როლს ასრულებს ირანი ერთ ან მეორე ამბავში). შესაბამისად, აშშ-მა ირანს შეუთვალა, დააოკე ისინიო.

თუმცა არც ირანი დარჩენია ვალში და, როგორც გავიგეთ, ირანს, მესამე ქვეყნის მეშვეობით, შეტყობინება გაუგზავნია აშშ-ისთვის; სახელდობრ, გაუფრთხილებია, რომ ირანის ტერიტორიაზე თავდასხმის შემთხვევაში, იმის მიუხედავად, მოჰყვება თუ არა ამას მსხვერპლი, ირანი საპასუხო დარტყმებს მიიტანს ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ აშშ-ის სამხედრო ძალებზე.

დამეთანხმებით, ვითარება არც ისე სახარბიელოა, ვინაიდან, ჯერ ერთი, ირანი ერაყი არ არის; მეორეც, საკმაოდ ახლოსაა ჩვენი ქვეყნის საზღვრებთან და თუმცა ამ ჩამონათვალის გაგრძელება კიდევაა შესაძლებელი, აქ შევჩერდები.

ბუნებრივია, მე არ ვიცი, რომელი შემონათვალი იმუშავებს (ანუ აშშ დააშინებს ირანს, თუ ირანი აშშ-ს), მაგრამ ფაქტია, რომ ვიღაც აქტიურად ცდილობს მთელი დედამიწის ცეცხლის ალში გახვევას; შესაძლოა, იმის იმედითაც, რომ თავად შორსაა და ბომბები არ მისწვდება.

მეორე მხრივ, შესაძლებელია, ერთმანეთს მხოლოდ ებრიქებოდნენ, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენნაირი ქვეყნები ბეწვის ხიდზე გადიან, საიდანაც ყველა გზას აწერია: საითაც უნდა წახვიდე, ან დაბრუნდები, ან ვერა...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული