პოლიტიკა

ორჯერ იმპიჩმენტებული

№3

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 25.01

ორჯერ იმპიჩმენტებული
დაკოპირებულია

ანუ დასავლურად დაბოღმილები.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ელმა „დემოკრატებმა“ მიზანს მიაღწიეს და აშშ-ის მორიგი არჩეული პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი გახდა (მისი ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება), მხოლოდ ამას არ დასჯერდნენ და იმდენი იღვაწეს, სანამ 14 იანვარს წარმომადგენელთა პალატამ (განსაკუთრებით, ნენსი პელოსი აქტიურობდა, ეს ის ქალბატონია, რომელიც ძალისხმევას არ იშურებს, რათა მეტყველებიდან ამოცვივდეს სიტყვები: დედა, მამა, და, ძმა, ვაჟი, გოგონა, ბიძაშვილ-დეიდაშვილიანად და მსგავსნი, იდენტობას ზღუდავსო) მოქმედ პრეზიდენტ ტრამპს (ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ის კვლავ პრეზიდენტია) იმპიჩმენტი არ გამოუცხადეს, თუმცა გადაწყვეტილება ხორცს მას შემდეგ შეისხამს, რაც (ან თუ) მას სენატი დაამტკიცებს.
მეორე მხრივ, დონალდ ტრამპი იმითაცაა გამორჩეული, რომ მას აშშ-ის ისტორიაში პირველად იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს (პირველი, უბრალოდ, ვერ განხორციელდა). წარმომადგენელთა პალატამ მეორედ ბრალდებად ხალხის აჯანყებისკენ წაქეზება წაუყენა (მოგეხსენებათ – კაპიტოლიუმში მოქალაქეები შეიჭრნენ, თუმცა, მე რომ მკითხონ, კაცმა არ იცის, ვისი წაქეზა-წამოქეზებით).
ბუნებრივია, უცნაურია, როცა ერთი პოსტს 6 დღეში ოფიციალურად ტოვებს და, ფაქტობრივად, მხოლოდ ფორმალურადაა პრეზიდენტი, რატომ უნდა მოახმარო დრო და ენერგია იმ ერთის იმპიჩმენტის გამოცხადებას, მაგრამ, როგორც ჩანს, ადამიანური სისუსტეებისგან არც ჩვენი დასავლელი მეგობრები, ანუ ცივილიზებული სამყაროა დაცლილი, ოღონდ მე მაინც მთავარი მიზეზი ის მგონია, რომ, ჯერ ერთი, წაქცეულს წიხლი მიაყოლეო (ნიცშეს სიბრძნეა ეს) და, უმთავრესი, სამაგალითოდ დასჯა შინაურებისაც კი, თუკი დინების საწინააღმდეგოდ განავარდებას გადაწყვეტენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №8

22-28 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

დიეტა

უმოკლეს დროში ფორმაში ჩასადგომი ბრინჯის ექსპრეს-დი...