პოლიტიკა

ომით დაღლილები

№29

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 26.07, 2022 წელი

ომით დაღლილები
დაკოპირებულია

ანუ ფულის საჭრელი მანქანა?!

შესაძლოა, იმიტომ რომ ადამიანს მუდმივად არც ბრძოლა შეუძლია, არც მშვიდობა, არც მუშაობა, არც უქმობა, არც ჭამა და არც შიმშილი, სხვისი გასაჭირის ყურებაც ბეზრდება, ვინაიდან, რაც დაიწყო, უნდა დასრულდეს (ვითომ ერთფეროვნებაა დამღლელი?!). იქნებ ამიტომაც, უკრაინაში მიმდინარე პროცესებისადმი ყურადღებაც მიინავლა ან, ვითომ, რაც დიდხანს გაიწელა, მით მეტი შავი ლაქა გახდა შესამჩნევი?!

ასეა თუ ისე, აშშ-ის კონგრესმენმა ვიქტორია სპარტცმა (წარმოშობით უკრაინელმა) უკრაინის ხელისუფლება გააკრიტიკა, განსაკუთრებით კი, ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ერმაკი.

სახელდობრ, აშშ-ის პრეზიდენტს პოლიტიკური თამაშების ნაცვლად საქმის კეთებისკენ მოუწოდა, უკრაინის პრეზიდენტი კი დაამუნათა – პოლიტიკა და თეატრი სხვადასხვა რამააო. რაც ყველაზე მთავარია, აშშ-ის კონგრესს შეუძახა, მკაცრად გააკონტროლონ უკრაინისთვის გაწეული დახმარება (მოგეხსენებათ, ომის დროს არა მხოლოდ ყველაზე მეტს იტყუებიან, არამედ ყველაზე დიდ ფულსაც „ჭრიან“).

ცხადია, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უმალ გამოეხმაურა უკრაინული წარმოშობის ამერიკელ კონგრესმენს, შეწყვიტე პოლიტიკური სპეკულაცია საკუთარი პოლიტიკური კაპიტალის დაგროვების მიზნითო. მაგრამ საქმე ის არის, ამჯერად ქ-ნმა ვიქტორიამ კონკრეტული ფაქტები დაასახელა, რომლებზეც ახლა არ შევჩერდები, ვინაიდან ჩემთვის არათუ უცნობია, ვინ ერთგულია და ვინ ორგული უკრაინის სახელმწიფო ინტერესების, ისიც კი არ ვიცი, მაგალითად, 2008 წელს როგორ ჩაიგდეს ხელში ოკუპანტებმა ჩვენი ყველა იმ სამხედრო ბაზის არსენალი, რომლებიც დაიკავეს და დღემდე არავის მოუთხოვია პასუხი კითხვაზე: და მაინც, რატომ არ ააფეთქეს იარაღის საწყობები (ვითომ მხატვრულ ფილმებშიც არ ჰქონდათ ნანახი, რომ, როცა მტერი შემოდის, უკან დამხევები თავიანთ შეიარაღებას, რაც თან ვერ მიაქვთ ანადგურებენ)?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი