პოლიტიკა

ომის არარომანტიზმი

№30

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 02.08, 2022 წელი

ომის არარომანტიზმი
დაკოპირებულია

როცა გშია, ზაქარია, ოკუპანტიც ხორბალია?!

სავარაუდოდ, იმ მარტივი მიზეზებით, რომ, ჯერ ერთი, სხვისი ჭირი - ღობეს ჩხირიო, მეორეც, ჯერ თავო და თავოო და, რაც მთავარია, ომის რომანტიკა მალე გადის (განსაკუთრებით, როდესაც შორიდან აკვირდები), ევროკავშირმა, ვეჭვობ, არც თუ ბევრი ფიქრის შემდეგ, წამყვანი რუსული ბანკების სახსრების ნაწილის განბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო.

რატომ? იმიტომ რომ ეს სჭირდება სურსათითა და სასუქებით გლობალურ ვაჭრობაში არსებული შეფერხებების შემსუბუქებას (მოგეხსენებათ, შავ ზღვაში უკრაინული პორტები რუსეთის მიერაა ბლოკირებული, რის გამოც უკრაინული ხორბალი მსოფლიო ბაზარს არ მიეწოდება).

დოკუმენტი გვამცნობს, რომ ფული მას შემდეგ გამოიყოფა, რაც დადგინდება, რომ მათი მიზანი სოფლის მეურნეობისა და საკვები პროდუქტების, მათ შორის ხორბლისა და სასუქების შეძენაა.

მოკლედ, რუსეთმა და უკრაინამ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას ხელი 22 ივლისს მოაწერეს სტამბოლში, თურქეთის პრეზიდენტისა და გაეროს გენერალური მდივნის მეთვალყურეობით (ბ-ნმა ერდოღანმა მაინც მოახერხა საერთაშორისო პოლიტიკაში განავარდება და ეს მას შემდეგ, რაც მანამდე თეირანში რუსეთისა და ირანის პრეზიდენტებს შეხვდა).

და თუმცა იმთავითვე ნათელი იყო, რომ ასე იქნებოდა, აწ კიდევ უფრო აშკარაა, რომ, როცა გშია, ზაქარია, ცივი მჭადიც (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ოკუპანტიც) შაქარია (ანუ ხორბალია)?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი