პოლიტიკა

ომი, როგორც სასაკლაო

№4

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 29.01

ამბები
დაკოპირებულია

ანუ სხვის ხარჯზე მამაცი?!

რაკი ომი ომია, ანუ მეტად დაუნდობელი რამაა, თუმცა, ჩვენ გვგონია, რომ, რადგან მართლები ვართ, მტერი ამას მაშინვე მიხვდება და ტყვედ ჩაგვბარდება, დიდი ბოდიშის მოხდით. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ანალოგიური დამოკიდებულება შეინიშნება უკრაინაშიც, ყოველ შემთხვევაში, ოფიციოზის ლოგიკა მსგავსია (თორემ მოქალაქეები უკვე მიხვდნენ, რომ მათ, უბრალოდ, ხორცსაკეპ მანქანაში ატარებენ და ვისაც შეუძლია, ტოვებს უკრაინის საზღვრებს. კაცმა რომ თქვას, ვერც გაამტყუნებ).

შესაბამისად, 2024 წლის დასაწყისში დაწყებული და ვიდრე დღემდე გაგრძელებული რუსეთის მასირებული შეტევა უკრაინაზე დაიგმო; ავანსცენაზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადისლავ სიკორსკიც გამოჩნდა და შემდეგი განაცხადა:

„ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ბოლო თავდასხმას უკრაინაზე პუტინისთვის გასაგებ ენაზე: სანქციების გამკაცრებით (არადა საქმე ისაა, რომ სანქციებმა არ იმუშავა, ეჭვი მაქვს იმიტომ, რომ წინასწარ არ იყო საფუძვლიანად გათვლილ-გამოთვლილი), რათა მან ვერ შეძლოს კონტრაბანდული კომპონენტებით ახალი იარაღის დამზადება.“

სიკორსკი იქვე მოითხოვს კიევისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემას. ბუნებრივია, გადაწყვეტილებას სიკორსკი არ იღებს და ეჭვი მაქვს, აშშ ერიდება, ეგრეთ წოდებული, წითელი ხაზების გადაკვეთას რუსეთთან უკრაინის მეშვეობით დაპირისპირებაში.

მაგრამ აქ სხვა რამაა საინტერესო: ხსენებულმა რადისლავ სიკორსკიმ მას შემდეგ, რაც პოსტზე დაბრუნდა, გაგვიმხილა, რომ 2008 წელს საქართველოში ომმა გადაავადა რუსეთ-უკრაინის ომი. სამწუხაროდ, ქართული სატელევიზიო მედია არც კი დაინტერესებულა, ეკითხა ბ-ნი სიკორსკისთვის, რის საფუძველზე ამბობს, რასაც ამბობს (ამ კითხვაზე პასუხის პოვნა ყველაფერს ამოაყირავებს). არ დაინტერესებულა, რადგან დაკავებულია იმის გარჩევით, მატრონა მოსკოველის ხატზე სტალინის გამოსახვა შეურაცხყოფს თუ არა ათეისტთა რელიგიურ გრძნობებს.

მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ, როდესაც დაუდგენელი წარმოშობის გზააბნეულმა რაკეტამ პოლონეთის ორი მოქალაქე იმსხვერპლა (ანუ უნდა ამოქმედებულიყო „ნატოს“ მეხუთე მუხლი), პოლონეთმა ენა დაიტკბო, ისევე, როგორც დანარჩენმა ნატოელებმა, სავარაუდოდ, ბ-ნი სიკორსკიც უკრაინელების ხარჯზეა დასავლურად უშიშარი, ვითარცა უკრაინულად უხორცო...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული