პოლიტიკა

„ნატო“, როგორც ლაკმუსი?!

№24

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 17.06

ამბები
დაკოპირებულია

ანუ დემოკრატიის სამსხვერპლო...

მოგეხსენებათ, 2008 წლის აგვისტოშიც რფ იმიტომ დაგვესხა თავს, რომ „ნატოში“ გაწევრიანების სურვილი გამოვთქვით და მაშინ ჯერ კიდევ გვჯეროდა, რომ „ნატოს“ ღია კარში საქართველო, რომელშიც ბევრი „ნატოა“, ხოლო „ნატოში“ – ბევრი საქართველო, შევაბიჯებდით და ჩვენი ბედკრული სამშობლოც დაივანებდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, რომ ამჯერად საფარქვეშე „ნატოსი“ ამოგვეყარა ჯავრი რუსეთის; მეტიც, 2022 წლის 24 თებერვალს რფ უკრაინასაც სწორედ დავანების ზემონახსენები სურვილის გამო შეუტია და აგერ უკვე მესამე წელია, უმოწყალოდ ანადგურებს უკრაინის სახელმწიფოს (თავად უკრაინელების ცნობით, უკრაინის მოსახლეობა უკრაინაში უკვე 18 მილიონამდეა შემცირებული).

თუმცა, ვფიქრობ, რომ ასპირანტი საქართველო (რომელმაც ჩემთვის მაშინაც გაუგებარი მოტივით, კონსტიტუციაშიც ჩაიბეჭდა, რომ დასავლურსა და ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაა ამ ქვეყნის არსებობის ანი და ჰოეა) ქვეცნობიერად მაინც ხვდება, რომ ვერანაირი ნატოელი ვერ გახდება და „ნატოს“ არც არასდროს ჰქონია მსგავსი მკაფიო სურვილი (გადაწყვეტილების დონეზე, თორემ პოლიტიკური თითლიბაზობისთვის, იცოცხლე). მეორე მხრივ, უკრაინის ომის მიმდინარეობაც ცვლიდა ვითარებას, კერძოდ, თუკი დასაწყისში უკრაინელებს ახელებდნენ, კარგად იბრძვით, ანუ გზას იკვალავთ „ნატოსკენო“, მოგვიანებით, გაცხადდა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მოხვედრა მხოლოდ უკრაინის გამარჯვებაზე გადის. ხოლო სულ ახლახან, Time აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენს გაესაუბრა და, მე რომ მკითხოთ, ეპოქალური ამბავიც შევიტყვეთ (ოღონდ არა სამედიცინო დებილებისთვის, არამედ რუხი და თეთრი ნივთიერებების მქონეთათვის). სახელდობრ, ჟურნალისტის შეკითხვას: „როგორია ენდშპილი უკრაინაში და როგორი იქნება იქ მშვიდობა?“ შემდეგნაირად უპასუხა: „მშვიდობა იქნება იმის გარანტია, რომ რუსეთი არასოდეს, არასოდეს, არასოდეს, არასოდეს მოახდენს უკრაინის ოკუპაციას. აი, ასე გამოიყურება მშვიდობა,” და დასძინა: „ეს არ ნიშნავს „ნატოს“, რომ ისინი „ნატოს“ ნაწილი იქნებიან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მათთან გვაქვს ურთიერთობები, როგორც სხვა ქვეყნებთან, ისეთი, რომ მათ ვაწვდით იარაღს, რათა მომავალში შეძლონ თავის დაცვა”. შესაძლოა, იფიქროთ, „მორჩა კინო (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ომი), მოკვდა კაციო“, მაგრამ, ვაი, რომ, არა: პირადად მე ეჭვი მრჩება, რომ ზელენსკის სხვა სვლა არ აქვს, სანამ დემოკრატიის დასავლურ სამსხვერპლოზე ბოლო უკრაინელს არ მიიტანს...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა