პოლიტიკა

ნარნარკუნთებიანი

№31

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00

ამბები
დაკოპირებულია

ანუ კაი კაია...

მას შემდეგ, რაც უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ირანის კუთვნილ კერძო მცურავ საშუალებებს და ერთი მეზღვაური დაიღუპა, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აუცილებლად გასცემენ საკადრის პასუხს უკრაინელებს, ვინაიდან ეს ქმედება არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსო და თუმცა არა მხოლოდ ჩემთვის, ვეჭვობ, ჯერჯერობით ყველასთვის უცნობია, რა იგულისხმება საკადრის პასუხში; პირადად მე არც იმას გამოვრიცხავ, თუ აშშ-მა, ისრაელთან ერთად, ირანის წინააღმდეგ დამხმარე საომარ ძალად უკრაინაც შეიგულა.

ამის პარალელურად, კვლავ გამწვავდა აშშ-სა და ირანის დაპირისპირება და „ფოქს ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აქამომდე არნახულად შეუტევენ ირანს, რომელიც მანამდე მოულოდნელად დაესხა თავს ახლო აღმოსავლეთში ჩვენს სამხედრო ბაზებსო; სახელდობრ, ჩვენმა სამხედროებმა ვერ მოასწრეს შესაბამისი რეაგირება, დრო არ ჰქონდათო (მოკლედ, დაახლოებით, ასე: საზიზღარი გერმანია გადმოვიდა ჩვენს საზღვრებზე). მეორე მხრივ, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და კომისარი თვით საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, დიახ, სწორედ ჩვენთვის მეტად კარგად ცნობილი კაია კალასი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ქ-ნმა კალასმა სოციალური ქსელით გვაუწყა, როგორც ის, რომ სპარსეთის ყურეში შექმნილი ვითარება და უკრაინა-რუსეთის ომი მიმოიხილეს. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა არ დაგვიმალა, რომ ევროკავშირი ახლო აღმოსავლეთში პრობლემების დიპლომატიური გზით მოგვარების მომხრეა და იქვე ირანისთვისაც ისიც მოუწოდებია, რომ შეწყვიტოს რუსეთისთვის იარაღის მიწოდება, იმიტომ რომ რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას აყენებს ზიანსო. რა თქმა უნდა, ომში მშვიდობიანი მოსახლეობა ზიანდება და ესაა სწორედ ყველაზე სავალალო, ოღონდ, ასევე, ზარალდება ირანის მშვიდობიანი მოსახლეობაც, მაგრამ ქ-ნ კალასს არასდროს დაურისხებია ამის გამო განგაშის ზარები.

რა თქმა უნდა, ირანი რამენაირად ჩემი ადვოკატობის გარეშე მოუვლის ამ საკითხს, მაგრამ მთელი ამბავიც ის არის, რომ, თუ ევროკავშირისთვის ხელსაყრელია ირანში ცეცხლის მინავლება, სრულიად საპირისპირო ინტერესი აქვს შეერთებულ შტატებს. ამდენად, ბ-ნ არაღჩთან წყალ-წყალა საუბარს, ალბათ, ტრამპთან მოლაპარაკება ჯობდა, თუმცა კაია კალასი, ხომ, იმ წონითი კატეგორიის დიპლომატია, მხოლოდ საქართველოს რომ უთამაშებს ნარნარ კუნთებს?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი