პოლიტიკა

იაფიანი არმიის ფასი

№32

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ბოლო უკრაინელამდე...

უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში დრონებით შეჭრის გააქტიურებასა და ინფრასტრუქტურის, საწყობებისა და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაზიანებას, საბოლოოდ, ის შედეგი მოჰყვა, რომ მოსკოვმა კიევსა და მის შემოგარენს ბალისტიკური რაკეტები დაუშინა, რომელთა გადაჭერასაც უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა ვეღარ ახერხებს (ნგრევა მასშტაბური და მსხვერპლიანია), ბუნებრივია, მარტივი მიზეზით, არ აქვთ შესაბამისი სამხედრო აღჭურვილობა. და თუმცა უკრაინის პირველმა პირმა უკვე მიმართა მოკავშირეებს, რომლებიც კიევს კრემლის წინააღმდეგ ახელებენ: „აშშ-მა იცის რა გვჭირდება, ევროპაში იციან, რა გვჭირდება, ანტიბალისტიკური რაკეტები უნდა იცავდნენ ხალხს და არ ეწყოს საწყობებში“, თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის, ჩინეთის, ჩრდილო კორეისა და სხვათა ბალისტიკური რაკეტების მარაგის გათვალისწინებით აშშ-ის მარაგი კრიტიკულია, ანუ არ აქვთ საშუალება, დაეხმარონ უკრაინას (მარტივად რომ ვთქვათ, ყველამ თავისი მკვდარი იტიროსო) და, მაინცდამანც, არც ევროკავშირის ქვეყნები ჩქარობენ შესაბამისი დანადგარების კიევისთვის გადაცემას და ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ იმას ჰპირდებიან, რომ შრომისუნარიანი ასაკის უკრაინელ მამაკაცებს თავშესაფარს არ მისცემენ. ამდენად, ჩნდება ეჭვი, რომ აშშ-სა და ევროპას საკუთარი სამხედრო მარაგებისა და ხაზინის დაცარიელებას რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისშივე ნათქვამი ტაქტიკა – ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე – ურჩევნიათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი