პოლიტიკა

ნარატივდაზიანებული

№35

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 04.09

ამბები
დაკოპირებულია

რაკი სოციალურ პლატფორმებს პოლიტოკოსებიც შესანიშნავად იყენებენ, გამონაკლისი არც ევროკავშირელი ჩინოსანი, ჩვენთვის კარგად ცნობილი ბ-ნი ბორელია, რომელმაც სულ ახლახან X-ზე სტატუსი გამოაქვეყნა: უკრაინის მიერ კურსკის ოლქზე შეტევა მძიმე დარტყმაა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ნარატივისთვისო (ანუ ვის ნარატივი უზიანდება, ვის – თავად სიცოცხლე).

ასევე, ბ-ნი ბორელი რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ არსებული შეზღუდვების მოხსნას მოითხოვს. მარტივად რომ ვთქვა, რუსეთის ტერიტორიაზე იერიშების მიტანის უფლების მინიჭებასა და უკრაინისთვის ყველა თანამედროვე შეიარაღების გადაცემას. რომლებსაც, ცხადია, იმ შეიარაღების გადამცემები მართავენ და გამოიყენებენ (მათ შესაძენად გამოყოფილ ფულს კი უკრაინის სახელმწიფოს ვალად დააწერენ), ხოლო უკრაინელი სამხედროები ისევ და ისევ საზარბაზნე ხორცის როლს შეასრულებენ. ბუნებრივია, ეს ყოველივე შეფუთულია, როგორც უკრაინის თავგანწირული ბრძოლა დემოკრატიისა და დამოუკიდებლობისთვის. ბრძოლა, მართლაც, თავგანწირულია, დანარჩენისა კი – რა მოგახსენოთ და ეს სწორედ ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენც ვართ გამომწყვდეულები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა