პოლიტიკა

ნაკლოვანი „რისხვა“

№46

ავტორი: ნინო ხაჩიძე 12 წუთის წინ

ამბები
დაკოპირებულია

ანუ სანქციების ჩრდილში

რაკი კაია კალასი რუსეთის რისხვაა, ბუნებრივია, არც ამჯერად უღალატა ტრადიციას და თავსაც დაატყდა რუსეთის ფედერაციას. კერძოდ, მოგეხსენებათ, ოქტომბრის შუა რიცხვებში რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს 1 600-მდე სანქცია გამოუცხადა და ეს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მსხვილი, ანუ მრავლისმომცველი პაკეტია.

ოფიციალურად სიაში 1 569 სახელია, მათგან 743 პერსონაა, ხოლო 826 – კომპანია. სია გამოქვეყნებულია, მაგრამ დაკვირვებულმა თვალებმა შეამჩნია, რომ სიაში, არც მეტი, არც ნაკლები, შეცდომაა და არც თუ ცოტა. სახელდობრ, შემდეგნაირი: დასანქცირებული პერსონების სიას აკლია დაბადების თარიღები, აქა-იქ მსახიობების სასცენო სახელებია გამოყენებული და უკვე გაუქმებული საწარმოებია დასახელებული. შესაბამისად, ექსპერტები ფიქრობენ, რომ სანქციები არაეფექტიანი იქნება. აქედან გამომდინარე კი, ჩნდება ეჭვი, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ომის უნარ-ჩვევების გამომუშავებას ვინ ჩივის, ევროკავშირს მუშა სანქციების დაწესებაც ვერ დაუსწავლია…

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი