გულმოუგებლები
ავტორი: ნინო ხაჩიძე 12 წუთის წინ
ანუ არჩევნით დამწუხრებული
მართალია, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელი მოიარა და „ევრონიუსის“ გაცეცხლებული ჟურნალისტის გადაცემაშიც მიიღო მონაწილეობა (არადა ერთ დროს მეც შევნატროდი ჟურნალისტიკის ევროსტანდარტებს, რისგანაც შეიძლება, ითქვას, ბუნდღაც არაა დარჩენილი), მაგრამ ვერც იქაურთა გული მოიგო და ვერც იქაურებმა მოიგეს ბ-ნი კობახიძის გული. ევროკავშირი კვლავაც მოითხოვს აწ უკვე (ახალი ევროპული შეფასებაა) თვითნებურად დაკავებულთა გათავისუფლებას (იმიტომ რომ ეს ევროპის დედაქალაქების დაწვა-რბევაა დანაშაული, თორემ თბილისში მხოლოდ დემოკრატიულად თუ ისვრის „პიტარდა“); „ვეტინგს“, ანუ მოსამართლეების უცხოელთა მიერ დანიშვნასა და, ცხადია, გამჭვირვალობისა და ელ გე ბე ტე პროპაგანდის არასრულწლოვნებისთვის ამკრძალავი კანონების გაუქმებას, იმიტომ რომ, როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩი ბრძანებს, თუ ევროკავშირში გინდათ, კანონებიც ევროპული უნდა იყოსო. ხოლო, რაკი (ყოველ შემთხვევაში, პირადად მე) არ მგონია, ევროპული იყოს, რასაც გვთავაზობენ, უფრო და უფრო მიღრმავდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ იმ ავადსახსენებელ რეფერენდუმში ხმა სხვა დასავლეთს მივეცი…
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





