პოლიტიკა

მუქარების დუელი

№21

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ვის რა და სად მოხვდება?!

მას შემდეგ, რაც 9 მაისამდე კიევმა და რუსეთმა მუქარები გაცვალეს (შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი მოსკოვში აღლუმის ჩატარების შემთხვევაში მოსკოვის დაბომბვით დაიმუქრა, ხოლო ვლადიმირ პუტინმა კი საპასუხოდ კიევის მიწასთან გასწორების პირობა დადო, საბოლოოდ კი, ყველაფერი მშვიდად დასრულდა), უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაახლეს დრონებით თავდასხმები რუსეთში საცხოვრებელ სახლებსა და ნავთობდაგამამუშავებელ ქარხნებზე. შედეგად, რფ-ის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გაჩერდა, ისინი კი ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრის მეოთხედს შეადგენს, ანუ შემცირდა ნავთობის მოპოვება და, ამდენად, რუსეთის ეკონომიკა სერიოზულად ზიანდება, რაც, ბუნებრივია, პოლიტიკურ საფრთხეებს უზრდის რფ-ის მოქმედ ხელისუფლებას.

ამდენად, ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანონ ევროკავშირის ქვეყნების იმ სამხედრო-სამრეწველო სიმძლავრეებზე, რომლებიც უკრაინას დრონებით ამარაგებენ. მეორე მხრივ, ჩნდება ეჭვი, რომ რუსეთს უბიძგებენ ევროპაზე თავდასასხმელად. ბუნებრივია, არც თუ სახარბიელო პერსპექტივაა, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ, სახელდობრ, ჩვენ პროცესებზე ზემოქმედების არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია, ვფიქრობ, ლოცვის გაძლიერების გარდა, მოვლენების ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში, სხვა გზა არც დაგვრჩენია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი