პოლიტიკა

მოუცლელი მოცლილი

№50

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 17.12

ამბები 3.
დაკოპირებულია

ანუ ჯოჯოხეთი დედამიწაზე?!

მართალია, უკრაინელი ბლოგერები და პოლიტოლოგები არ მალავენ, რომ ქვეყანა სისხლისგან იცლება და უკვე დარწმუნდნენ, რომ „ნატოსკენ“ გზა მოჭრილია; ზედაც, სავარაუდოდ, იმ ტერიტორიებისკენაც, რომლებიც რფ-მ უკვე დაიპყრო. მეტიც, ამბობენ, რომ მოსკოვი კიევზე თავდასასხმელად ემზადება და უკრაინაში ის საკითხიც დგას დღის წესრიგში, რომ გასაწვევი ასაკი 25-დან 18-წლამდე შემცირდეს (უკრაინას დამცველები სჭირდებაო).

ამის მიუხედავადაც, უკრაინის პრეზიდენტი საქართველოსთვის იცლის (ზოგადადაც, ყოველთვის იცლიდა) და მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება (არჩევნები როგორ მოიპარეთო, თუმცა თავად კარგა ხანია, ამოეწურა უფლებამოსილების ვადა, მაგრამ ომია და არჩევნებს ვერ დავნიშნავთო, არადა უკრაინას ოფიციალურად ომი არც გამოუცხადებია რუსეთისთვის, ისევე, როგორც, სხვათა შორის, არც რუსეთს და ორივენი თვალისჩინივით უფრთხილდებიან მილსადენებს, რომლებშიც ევროპისკენ ნავთობი და გაზი მიედინება). სახელდობრ, თავდაპირველად, გვაუწყა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესებას აპირებს (მოსკოვზე მუშაობენ და ამიტომ ჩვენც ვმუშაობთ ევროპელებთან და სხვა პარტნიორებთან ამის ასალაგმავადო). და იმდენადაც კი მოიცალა, რომ ვიდეომიმართვა ჩაწერა. ხოლო სულ მალევე ბრძანებასაც მოაწერა ხელი და სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს, „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრს, ორიოდ მოსამართლეს, გოგა ხაინდრავას, ირაკლი კობახიძის მამასაც და, რატომღაც, სემეკის თავმჯდომარეს (სულ – 18 ადამიანს).

ვიცი, ქვეყანა რომ ომობს, უხერხულივითაა, წაქცეულს, ნიცშესეულად, წიხლი მიაყოლო, მაგრამ, რაკი ბ-ნი ზელენსკი ეგზომ მოცლილია, თავს უფლებას მივცემ, ვიფიქრო, რომ ეს სია ზემოჩამოთვლილთა უფრო დასაცავად შეადგინა, ვინაიდან არ მგონია, ჭკუათმყოფელმა იქ მოისურვილოს წასვლა, სადაც ახლა დედამიწის ჯოჯოხეთია და იქვე უპასუხოდ რჩება კითხვა: რაკი ბელორუსთან არც დიპურთიერთობები გაუწყვიტავს და არც ევროპის უკანასკნელ დიქტატორად სახელდებული ლუკაშენკოსთვის დაუწესებია სანქციები, ის კრემლში დასავლეთის მიერ შეგზავნილ დესანტად მიაჩნია?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა