პოლიტიკა

მოყვარე თუ „სულიკო“?!

№44

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 07.11

მოყვარე თუ სულიკო
დაკოპირებულია

ანუ „საყვარლის საფლავს ვეძებდი“...

სანამ, სახელდობრ, ჩვენ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით ვტკბებით და ეროვნულ კომპლექსებსაც ვიამებთ (და მერე რა, რომ სხვა გუნდის სახელით თამაშობს და ჩვენი საფეხბურთო ნაკრები კვლავაც მაჩანჩალობს?!), რუსეთის საფეხბურთო ნაკრები მეტად და მეტად დიდი დილემის წინაშე დგას.

მოგეხსენებათ, რუსი სპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზობებს ჩამოაშორეს, გამონაკლისი არც ფეხბურთელები არიან და ამიტომაც დაუღალავად ეძებენ მეტოქეებს ამხანაგური მატჩებისთვის.

შესაბამისად, ამჟამად მოლაპარაკებას მართავენ ზანზიბარის ფეხბურთის ასოციაციასთან. აქვე გეტყვით, რომ ზანზიბარი „ფიფას“ წევრი არ გახლავთ, ვინაიდან ტანზანიის ავტონომიაა და, სავარაუდოდ, ამ მიზეზით, რუსული მხარე ტანზანიელების დაყოლიებასაც ცდილობს ამხანაგურად ბურთის გაგორებისთვის.

ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ რუსეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს დათანხმდნენ მხოლოდ: ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ირანის, ერაყის, ეგვიპტის, კატარის, კამერუნისა და კენიის საფეხბურთო გუნდები.

აქედან გამომდინარე კი, ვფიქრობ (აბონ ციციაშვილის სტილში), ჩვენს ოკუპანტ ქვეყანაში არ აწყენდათ რუსთაველის მარტო ციტატების გადაკითხვა მაინც, ვინაიდან წინასწარ ეცოდინებოდათ, რომ „ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი