მოხერხებული მსხვერპლი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 11.03

ანუ ევროკავშირის კმაყოფილება
მოგეხსენებათ, ევროკავშირი აქტიურად ეძებს გზებს, რომ როგორმე დემოკრატია განამტკიცოს საქართველოში და არც ფულს იშურებს ამ მისთვის საშური საქმისთვის, ბუნებრივია, იმ მიზნით, რომ ქართველი ახალგაზრდების ტვინები კვლავაც „შინ – ევროპისკენ“ მართოს. ხოლო ამასობაში მეტად და მეტად კმაყოფილები არიან უკრაინაში დემოკრატიის მდგომარეობით (განსაკუთრებით, დემოკრატიული, ჩემი დასკვნით, ისაა, ქუჩაში რომ „ნადირობენ“ მამრობითი სქესის უკრაინელებზე, როგორმე ომში რომ წაიყვანონ) და, მაგალითად, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გვაუწყა, რომ, რაკი ევროკავშირში გაწევრიანება დაფუძნებულია დამსახურებაზე და ის მომგებიანი უნდა იყოს ორივე მხარისთვის, ანალოგიური ლოგიკა ვრცელდება უკრაინაზეც. ამდენად, არ ასახელებენ ვადას, თუ როდის ჩაიხუტებენ თავიანთ წიაღში უკრაინას, ვინაიდან სხვებიც იმავეს მოითხოვენო (თუმცა, თუ მართლაც დამსახურებაზეა, ესე იგი, სხვებს დაუმსახურებელ უარს ეუბნებიან?!). ოღონდ იქვე დასძინა, რომ, რადგან უკრაინა კარგად მუშაობს, შეიძლება, ეს ნანატრი წამი მისთვის 2030 წელზე ადრეც კი დადგეს, თუკი „უკრაინა ამ სისწრაფითა და ხარისხით განაგრძობს მუშაობას“.
ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ უკრაინიდან ათეულ მილიონ ადამიანზე მეტია გაქცეული, სხვადასხვა მონაცემებით, მილიონამდეა დაღუპილი და ამდენი ან ამაზე მეტი – დაჭრილ-დასახიჩრებული, იბადება კითხვა: „თუ ამავე სისწრაფითა და ხარისხით“ გაგრძელდა, ვინ დარჩება მისაღები?!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან