პოლიტიკა

მოგყიდე - მაჩუქე

№3

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 23.01, 2023 წელი

მომყიდე-მაჩუქე
დაკოპირებულია

ანუ „ბუკები“ თვლით

ამბობენ, მეგობარი გაჭირვებაში იცნობაო და, როგორც ბოლოს განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, არა მხოლოდ ის მეგობარი, ვის მეგობარსაც გასაჭირი ეწვია, არამედ ისიც, ვინც გასაჭირშია.

სამწუხაროდ, ისევ და ისევ უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენლის მორიგ პრეტენზიაზე უნდა ვთქვა ორიოდ სიტყვა. თუმცა ამას უკვე ანჩხლობა ჰქვია, მაგრამ, მოდი, დავაბრალოთ, ექსტრემალურ ვითარებას, ოღონდ ფაქტი ფაქტად რჩება, ადამიანი, ისევე, როგორც ეთნოსი და სახელმწიფო, სწორედაც რომ, ექსტრემალურ მდგომარეობაში ამჟღავნებს თავის ჭეშმარიტ სახეს.

ერთი სიტყვით, იცით, რომ უკრაინელმა დიპლომატმა ანდრეი კასიანოვმა ერთ-ერთ კიევურ გამოცემაში (სახელდობრ: „ევროპეისკაია პრავდაში”) გამოქვეყნებულ სტატიაში განაცხადა, თბილისი იარაღით არ გვეხმარება და ჩვენ (ანუ უკრაინის) მიერ 2008 წელს გადაცემულ საზენიტო-სარაკეტო დანადგარებს - „ბუკებს“ - არ გვიბრუნებსო.

ბუნებრივია, გონიერი კაცი იფიქრებს, რომ „ბუკები“ ვითხოვეთ, მაგრამ საქმეც ისაა, რომ შევიძინეთ, ანუ უკრაინამ მოგვყიდა (ზოგიერთი ჩვენებური უკრაინელ დიპლომატს ნამუსს სწმენდს - იაფად მოგვყიდესო, რაც მაინც იმას ნიშნავს, რომ ტარანა თვლითაა).

ცხადია, ზემოთქმული, გვინდა თუ არა, ომით გამოწვეულ ფსიქოზს უნდა დავაბრალოთ (იმას გარდა, რომ ფრიად უცნაური ზნისანი არიან სლავები, იმისდა მიუხედავად, ოცდამეერთე საუკუნეში რა სახელით მოიხსენებიან - გენი დიდი ოხერი რამაა ან იქნებ - ვინმეც?!), თუმცა ახირებები ისეთი დინამიკით ვითარდება, არც იმას გამოვრიცხავ, უკრაინის სახელმწიფო მოხელე-პოლიტიკოსებმა ერთ მშვენიერ დღესაც დაიჟინონ, რომ მათ წილ ჟანგბადს ვსუნთქავთ...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი