პოლიტიკა

მხოლოდ თქვენ შემდეგ...

№22

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 04.06

ამბები
დაკოპირებულია

ანუ „შენ რომ ჩემთვის რკო არ მოგიტანიაო“?

ვითომ აშშ-ის სახმდივანი და ევროკომისრები არ გვეყოფოდა დასამუნათებლად და შიგადაშიგ – დასამუქრებლად (თუმცა ისეთი წრთობა გავიარეთ რუსეთის არა მხოლოდ მუქარებით, რაც გვახსოვს და რაც წაგვიკითხავს, რომ უკვე გვარიანად შეშინებულები ვართ), რომ მარაქაში უკრაინელი ხალხის რჩეულიც, სახელდობრ, გონჩარენკოც გაერია (ვიდეომიმართვა მოგვიძღვნა, თუმცა არ ვიცი, ვინ დაარწმუნა, რომ აქ დიდი ავტორიტეტით სარგებლობს).

დაარწმუნეს თუ თავად დაასკვნა, ფაქტია, მოგვიწოდებს, რომ საქართველო, დანარჩენ სამყაროსთან ერთად, უკრაინის გვერდით უნდა იდგეს და იბრძოდეს რუსეთის წინააღმდეგ (თუ „უნაუსოს“ გულისხმობს, ანუ ვალის დაბრუნებას, ქართული ლეგიონიც იბრძვის უკრაინაში, სხვა მხრივ კი, უკრაინის სახელმწიფო საქართველოს გვერდით რუსეთის წინააღმდეგ არც ერთ ომში არ მინახავს). ოღონდ იქვე დასძენს, რომ ომისკენ არ მოგვიწოდებს: როგორც ჩანს, მასაც ჩვენი კრამიტდაცურებულობის იმედი აქვს (იცის, რომ წაკითხულის გააზრება ეროვნულად გვჭირს) და არც გულის მომკვლელ მოწოდებებს იშურებს (მომყავს ციტატა): „თქვენ ხომ მოგენატრათ ცხინვალი და სოხუმი და გინდათ, აღადგინოთ თქვენი მშვენიერი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა?!“

რა თქმა უნდა, მოგვენატრა, ოღონდ არა იმ ფასად, რასაც უკრაინა იხდის გეოპოლიტიკურ ჯახში და რაც, ახლავე ეტყობა, უკრაინის გაყოფით დასრულდება, იმას გარდა, რომ ქვეყნის მოსახლეობისგან მესამედი დარჩა (ვითვალისწინებ რა უკრაინის მძიმე მდგომარეობას, მეტს არაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ წაქცეულს წიხლს არ ურტყამენ). შესაბამისად, მარტოოდენ იმის თქმა შემიძლია, რომ მხოლოდ თქვენ შემდეგ დავგეგმავთ მონატრებულთან შეხვედრის დეტალებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული