პოლიტიკა

მედასავლეთეებისა და მერუსეთეების ჯახი?!

№28

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 21.07, 2021 წელი

მედასავლეთეებისა და
მერუსეთეების ოჯახი
დაკოპირებულია

ანუ ნეოტროცკიზმად დამყნობილები

მართალია, ჩვენი საზოგადოების ნაწილი ლიბერალიზმის დედად დასავლეთს მიიჩნევს და ბოლშევიკობის არ იყოს, ამ საქმეშიც გაუსწრეს მამამთავრებს (მაშინ – ბოლშევიზმის, ახლა – ლიბერალიზმის, რაც, საბოლოოდ, ნეოტროცკიზმად შეიმყნა), მაგრამ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სულ სხვა სურათი გამოკვეთა.

კერძოდ, აგერ უკვე მერამდენე წელია, საზოგადოების ნაწილი, ეგრეთ წოდებული, „პრაიდის“ ჩატარებას ლამობს, მეორე ნაწილი კი – ეგრეთ წოდებული, კონსერვატორები – ამის ალაგმვას, გამონაკლისი არც წლევანდელი წელი ყოფილა, პირველებმა (ანუ „პრაიდისტებმა“) „პრაიდის“ კვირეული დააანონსეს, კონსერვატორებმა კი – ანტიპრაიდული აქციები. რაკი მშობლიური ტელევიზიები ამბავს დიდი ენთუზიაზმით აშუქებდნენ (აბა, სხვა ამბების გაშუქებას რუხი ნივთიერების სიუხვე სჭირდება) და, რატომღაც, უცხოელი ელჩებიც კი ჩაერთვნენ ამ საქმეში (ბუნებრივია, „პრაიდელთა მხარდაჭერის მიზნით“). რატომღაც-მეთქი, იმიტომ რომ შექმნილი გეოპოლიტიკური ფონი ჰაერივით საჭიროებს დასავლეთისთვის სტაბილურ პოლიტიკურ გარემოს, შესაბამისად, თუ საქართველოს სახელმწიფოს გაძლიერება და მისი ავტორიტეტის ამაღლება გჭირდება კავკასიაში საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ამას ხელი არ უნდა შეუშალო (ეს კავკასია, მოკალი და, არ ცნობს „პრაიდებს“, აქედან გამომდინარე კი, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს „პრაიდის“ საზეიმოდ ჩატარებაც და დაპირისპირებაც).

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ რუსულმა სპეცსამსახურებმა ვითარება, საბჭოური შეფასებით, ფრიადზე გამოიყენეს, და ამასობაში შევიტყვე (და თქვენც გატყობინებთ), რომ ჩრდილოეთითაც დიდი წაპრაიდო ამბებია. სახელდობრ: მოსკოვურ თეატრში „ალუბლის ბაღი“ ჩეხოვის ცნობილ პიესაში რანევსკაიას როლს (ერთ-ერთი მთავარი გმირი ქალისა), ითამაშებს ტრანსგენდერი ყაზახეთიდან.

ასე რომ, მედასავლეთეებსა და მერუსეთეებს შორის, ზურგის ტვინით ვგრძნობ, სექსუალური ორიენტაცია-იდენტიფიკაციის ამბავში დიდი ჯახია მოსალოდნელი. -

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი