პოლიტიკა

კვარცხლბეკით დამტკბრები

№37

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 18.09, 2023 წელი

ზეზვა და მზია
დაკოპირებულია

ანუ გაუთლელი უძველესები?!

შეიძლება, რაღაც მიზეზით ან შეიძლება, სრულიად უმიზეზოდაც (მე მაინც მიზეზიანი მგონია), პერიოდულად ხან თვითგვემის ტალღა წამოგვივლის ხოლმე (შესაბამისი მონაცემებით გამყარებული), ხანაც – ამპარტავნების (ასევე, შესაბამისი მონაცემებით გამყარებული). აქედან გამომდინარე კი, ჩვენი ქართულ სოციალურ ქსელებში ჩართული საზოგადოება თავზე ხან ნაცარს ვიყრით, ხანაც კი – მწვანე კიტრებივით ვიბრიქებით.

სულ ახლახან ინტენსიურად გავრცელდა ამბავი, რომ უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს.

ამერიკულმა გვერდმა (ამ საქმეს The Top Tens-ს აბრალებენ), უძველეს ცივილიზაციათა ათეული შეადგინა და მეორე ადგილი მოგვაკუთვნაო. ბუნებრივია, გავრცელებული ინფორმაცია არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ რა პარამეტრებით გამოთვალეს ზემონახსენებმა პატივცემულებმა ცივილიზაციათა სიძველე.

რაც შეეხება დანარჩენებს: პირველ ადგილზე საბერძნეთია, მესამეზე – ეგვიპტე, მას კი მოსდევენ: რომი, ჩინეთი, ინდოეთი, სპარსეთი, აცტეკებისა და სპარტის სამკვიდროები.

მეორე ადგილის მოკუთვნებით გამოწვეული სიხარული ბუნებრივია, თუმცა, ასევე, ბუნებრივი, რომ არც კრიტიკული ანალიზი გვაწყენდა (ანუ ზედმეტი ამპარტავნება და გადაჭარბებული თვითშეფასება ფრიად მანკიერი თვისებაა). მეტიც, იმ შემთხვევაშიც კი, პირველი ადგილი რომ მოეკუთვნებინათ (თუ სინდისს საერთოდაც გვერდზე გადავდებთ), იბადება მთავარი კითხვა: საქმეც ის არის, დღევანდელობის გათვალისწინებით, მათ შორის, იმავე სოციალურ ქსელებში მოქცევა მეტყველება- ურთიერთობისა გვეტყობა რამე დედამიწის უძველესი ცივილიზაციის მემკვიდრეებისა?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული