პოლიტიკა

კორონული არდადეგები

№52

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 03.01, 2022 წელი

კორონული არდადეგები
დაკოპირებულია

ანუ ვაქცინებით დამდიდრებულები

თუმცა „ომიკრონით“ შორიდანვე გვაშინებდნენ, ჯერჯერობით მრისხანე სამეულიც დუმს და არაპირდაპირი დამატება – ბიძინა კულუმბეგოვის ბრძნული აზრებიც მხოლოდ შიგადაშიგ თუ დაგვეფრქვევა. ეჭვი მაქვს, კორონამ შობა-ახალი წლისთვის ტაიმაუტი აიღო.

ამასობაში კი (რაკი ჩვენ ვერ ვეღირსეთ ჩაშლილ სტატისტიკას, ევროპაში ჯერჯერობით, ამ მხრივ, მაინც ამბობენ სიმართლეს) აღმოჩნდა, რომ, მაგალითად, კატალონიაში მოსახლეობის 76 პროცენტი სრულიად არის აცრილი, 60 წელს გადაცილებულთა უმეტესობა კი – სამჯერ. მაგრამ ბარსელონის რეანიმაციებში პაციენტთა რაოდენობა თითქმის გაუტოლდა 2020 წლის დეკემბრის მონაცემებს (ეს ის პერიოდია, როდესაც აცრილი წამლადაც არ იყო). ამასთან, რეანიმაციაში პაციენტთა 60 პროცენტი სრულადაა აცრილი.

რაც მთავარია, 2021 წლის განმავლობაში Pfizer-მა, BioNTech-მა, Moderna-ამ, AstraZeneca-მ და Johnson & Johnson-მა მხოლოდ ვაქცინების ბიზნესით 65 მილიარდ დოლარზე მეტი მოგება ნახეს (ანუ გაკეთდნენ შავ-შავი დედლებივით). ჰოდა, რაკი აგერ უკვე 24 წელია, ჟურნალისტი ვარ, გილიოტინაზე შემიძლია, დავდო თავი, რომ, სადაც დიდი ფულია, სწორედ იქაა საძებნი დიდი თაღლითობა. ჯანი – თქვენკენ, ჩვენკენ და ყველასკენ!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი