პოლიტიკა

ერევნული მუქარა

№19

ავტორი: ნინო ხაჩიძე 11:27

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ანკარული ფიასკო

მას შემდეგ, რაც იმანუილ მაკრონი ერევნიდან დაგვემუქრა და განა მარტო ჩვენ?! ყველას, ვისაც არ სურს მისი სურვილების შესრულება, ანუ, როგორც უკვე შევნიშნეთ „ნატოს“ იაფფასიან ჯარად ქცევა და, მით უფრო, რომ ერევანში თავი ისე იგრძნო, როგორც თევზმა წყალში (კიდეც გვიმღერა, თუმცა ჯორჯ ბუშის თბილისურ წაცეკვებას მაინც ვერ გაუტოლდა), თურქეთში სომხეთიდან გადასვლაც მოისურვილა.

და აწ უკვე აზერბაიჯანული მედიის ცნობით, იმანუილ მაკრონს პოლიტიკურად სიმბოლური ჟესტის ქმნა მოუწადინებია. რომ საბჭოეთის დროიდან (და დამოუკიდებელი სომხეთის არსებობის პერიოდით გაგრძელებული) ჩაკეტილი საზღვარი თურქეთსა და სომხეთს შორის პირველს გადაელახა, მაგრამ, რაკი ეშმაკს არ ეძინა, კოვზი ნაცარში ჩაუვარდა.

მანამდე კი, ანუ სანამ „კოვზი“ ნეიტრალურ ტერიტორიაზე იდო, საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი თურქეთის პრეზიდენტთან, ცხადია, შეთანხმებული იყო და ისიც, თუ რა მარშრუტით უნდა მიეღწია პრეზიდენტ ერდოღანამდე პრეზიდენტ მაკრონს, მაგრამ, როგორც გაირკვა, ბოლო მომენტში პრეზიდენტმა ერდოღანმა „კოვზს“ მიმართულება შეუცვალა, ანუ ნაცრისკენ დაძრა, მაშასადამე, უარი განაცხადა მაკრონთან შეხვედრაზე.

მე კი კვლავ აზერბაიჯანულ მედიას დავესესხები: თურქეთის პირველკაცს ამგვარი გადაწყვეტილება აზერბაიჯანის პირველკაცთან საუბრის შემდეგ მიუღია. მოკლედ, როგორც უნდა ყოფილიყო, სავარაუდოდ, ბ-ნი მაკრონი კოლეგა ტრამპს გაეჯიბრა, თუმცა, იმას გარდა, რომ კოვზი ნაცარში ჩავარდნია, ვერც კოჭი დაჯდომია ალჩუზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი