პოლიტიკა

კიევიდან - ლვოვამდე...

№5

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 06.02

ამბები
დაკოპირებულია

ანუ თბილისიდან – ქუთაისამდე?!

ისეთი დრო დაგვიდგა, რომ მედიას დედამიწის არც ერთ კუთხეში აღარ დაეჯერება. რატომ? იმიტომ რომ აწ უკვე ბრმისთვისაც თვალსაჩინოა, რას ემსახურება ამა თუ იმ ამბის გავრცელება (ანუ მხოლოდ და მხოლოდ ამა თუ იმ მხარის პოლიტიკურ ინტერესებს), მაგრამ, რაკი ამბების გავრცელების მიზანი საზოგადოებრივი აზრის მომზადება და შესწავლაცაა (ცხადია, იმ მიზნით, რომ უკეთ იმართონ მასები), გეტყვით, რომ, Asia Times-ის ცნობით, აშშ განიხილავს უკრაინის დედაქალაქის ლვოვში გადატანის შესაძლებლობას, თუ უკრაინის არმია დამარცხდება და უკუიქცევა.

ეს ამბავი პენტაგონის ყოფილმა თანამშრომელმა, ვინმე სტივენ ბრაიენმა გვამცნო (სხვათა შორის, ყოფილები სწორედ ასეთი საჩოთირო ცნობების გავრცელებისთვისაც არსებობენ) და დასძინა, რომ ამ ეტაპზე აშშ-ს სამი ამოცანა აქვს გადასაჭრელი, სახელდობრ: ჯერ ერთი, არავითარ შემთხვევაში არ შეწყდეს საომარი მოქმედებები, რაც, ხსენებული ბატონის თქმით, დაფინანსების გარეშეცაა შესაძლებელი; მეორე, უკრაინის მოქმედმა ხელისუფლებამ შეძლოს ფუნქციონირება კიევიდან ევაკუაციის შემთხვევაშიც კი და მესამე, არ დაუშვას რუსეთ-ევროკავშირის მოლაპარაკებები, რამაც შესაძლოა, კონფლიქტი გააჩეროს.

ბუნებრივია, უცნობია, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ზემოთქმული, ანუ მართლაც ცდილობს თუ არა ვაშინგტონი ზემოჩამოთვლილი მიზნების მიღწევას, მაგრამ პირადად მე ლვოვის გეოპოლიტიკურ ავანსცენაზე გამოჩენამ 2008 წლის აგვისტოს ომი გამახსენა (ზოგადადაც, რუსეთ-უკრაინის ომი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ბევრ რამეს ჰფენს ნათელს), კონკრეტულად კი, თუ როგორ გვამადლიდა იმჟამინდელი მთავარსარდალი, რომ მტერს დედაქალაქი არ დაუთმო, რაც მაფიქრებინებს, რომ 2008 წელს სააკაშვილი არ დათანხმდა მსხვილ ფსონს (დედაქალაქის ჩაბარებას!), განსხვავებით, 2022 წლის ზელენსკისგან...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული