პოლიტიკა

კეთილმოწყობილ გამოქვაბულში?!

№36

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 10.09

ამბები 3
დაკოპირებულია

ანუ მისი უდიდებულესობა დემოკრატიული ცენზურა

ისე მოხდა, რომ „ტელეგრამის“ დამფუძნებელი პაველ დუროვი საფრანგეთში, ჩაფრენისთანავე დააკავეს. საქმე ის არის, რომ იგი სულ სხვა მიზნით მიიწვიეს პარიზში, მაგრამ, რეალურად, როგორც აღმოჩნდა, დასაკავებლად. მას ბრალი ედება ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის საქმის გამოძიებისგან თავის არიდებასა და მსგავს დანაშაულებში. ბუნებრივია, მე წარმოდგენა არ მაქვს, დუროვს მართლაც აქვს თუ არა მონაწილეობა მიღებული ამ საქმეებში. ასევე, ბუნებრივია, საფრანგეთში რუსეთის საელჩომ საფრანგეთის ხელისუფლებას მიმართა და პაველ დუროვის უფლებების დაცვა მოითხოვა. არანაკლებ აქტიურობს რფ-ის ომბუდსმენიც (ეს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევააო – ანუ ისევ ორი ყვავის ამბავია).

მეორე მხრივ, თუკი რუსული მხარის აქტიურობა ბუნებრივია, უცნაურია Tesla-სა და Space X-ის დამფუძნებლისა და და X-ის მფლობელ ილონ მასკის რეაქცია (მან, სავარაუდოდ, ჩემზე გაცილებით მეტი იცის და აქვე შეგახსენებთ, ილონ მასკის განცხადებას, რომ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურმა X-ში ცენზურის დამყარება სთხოვა, რაზეც თვალის დახუჭვას დაჰპირდნენ). კერძოდ, ილონ მასკი პოსტს პოსტზე აქვეყნებს, რითაც მიანიშნებს, რომ ოცდამეერთე საუკუნის დასავლეთი თავისუფლებას ბოჭავს. ასე მაგალითად (ეს პოსტი მას დუროვის დაპატიმრებას მიუძღვნა): „ევროპაში 2030 წელია და თქვენ დაგაპატიმრებენ მიმის მოწონების გამო.“ ხოლო, თუ გავიხსენებთ, რაოდენ მკაცრი კონტროლი აქვს დაწესებული, მაგალითად, ფბ-ს და უპრაგონოდ უზღუდავს მომხმარებლებს აქტივობას, სავარაუდოა, რომ ის თანამედროვე ტექნოლოგიების მსოფლიო ტექნიკის უკანასკნელი სიტყვით მოწყობილ გამოქვაბულს ემსგავსება, სადაც დემოკრატიად წოდებულის ბელადი ყოველთვის მართალია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა