პოლიტიკა

ყელგამოჭრილი „ხარი“

№38

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 26.09

ამბები
დაკოპირებულია

ანუ როცა შენი ბამბაც ჩხრიალებს

თუმცა ჩვენ კვლავ ვარდისფერი სათვალეებით ვჭვრეტთ პოლიტიკას და სიყვარულისა და სიძულვილის შავ-თეთრი კატეგორიებით განვიხილავთ. მეტიც, ჯერაც ვერ დაგვიჯერებია, რომ, რაც ეპატიება იუპიტერს, ხარს ამის გამო ყელში დანას გამოუსვამენ, მაგრამ, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს ჩვენი მგრძნობიარე პოლიტფიქრებისთვის, მსოფლიო პოლიტიკაში სულ სხვაგვარი ამბები ხდება.

სახელდობრ, სულ ახლახან გაირკვა, რომ ერთიოდე თვის წინ აშშ-მა ირანს 6 მილიარდ აშშ დოლარის ანგარიშზე წვდომის უფლება მისცა. რატომ? იმიტომ რომ ტყვეები ყოფილა გასაცვლელ-გამოსაცვლელი და ფულიც გადასახდელი. ამიტომაც შეერთებულმა შტატებმა თეირანს სანქციები გაუუქმა, რათა სამხრეთ კორეიდან ყატარში ზემოხსენებული 6 მილიარდი აშშ დოლარი გადაერიცხა.

ბუნებრივია, იკითხავთ, რომელი ტყვეები გამოისყიდესო. ამიტომაც მოგახსენებთ, რომ ირანის მიერ დაკავებულ აშშ-ის 5 მოქალაქეს უფლება მისცეს, გაემგზავრონ სამშობლოში, სანაცვლოდ კი, შეერთებულ შტატებში დაპატიმრებული 5 ირანელი დაუბრუნდა თავის სამშობლოს (ანუ ირანს), ცხადია, ზემოთვე ნახსენები თანხის გადარიცხვის შემდეგ.

ბუნებრივია, საკუთარი მოქალაქეები უნდა გამოიხსნა (აშშ-ის ვგულისხმობ). მაგრამ აი, თუ გავიხსენებთ, რომ, მაგალითად, ჩვენი ბამბაც ჩხრიალებს ხოლმე (მოქალაქეები არც შიმშილით უნდა დაგიოსდეს, ანუ შემოსავლის გარეშე დაგირჩეს), ჩნდება ეჭვი, რომ საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვაც ძლიერთა ამა სოფლისათა ექსკლუზიური უფლებაა...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი