პოლიტიკა

კარასინი-აბაშიძის პლაგიატი

№52

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 04.01, 2022 წელი

კარასინი-აბაშიძის
პლაგიატი
დაკოპირებულია

ანუ იგინივე და კარიბის კრიზისი 2?!

მართალია, გამონაქვამი – ცოლ-ქმრის ჩხუბი ბრიყვს სიმართლე ეგონაო – ყოფითი, ანუ საყველპუროა და არც აშშ-ს და რფ-ს უფსკვნიათ ჯვარი, მაგრამ მათ შორის ფრიად ვნებიანი პროცესები ვითარდება.

სახელდობრ, ორივე მხარე ერთმანეთს ებრიქება – უფრორე, რფ-ის პრ. პუტინი. ამ უკანასკნელმა „ნატოს“ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმება მოსთხოვა, საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებასო (მარტივად რომ ვთქვა, „ნატოში“ საქართველოსა და უკრაინის მიღება არც კი გაბედოთო). ცხადია, თავის მხრივ, „ნატომ“ უპასუხა, არავის საქმეში არ ვერევით ჩვენ და ნურც ნურავინ ჩაერევა ჩვენს საქმეშიო.

და თუმცა ანალიტიკოსები ფრიად შფოთავენ, რომ მსგავსი დაძაბულობა დასავლეთსა და რუსეთს შორის მხოლოდ კარიბის კრიზისის დროს თუ იყოო, მაგრამ პირადად მე ხსენებულ ანალიტიკოსებზე მშვიდად ვარ, ვინაიდან, რაც ერთხელ მოხდა (ანუ კარიბის კრიზისი განიმუხტა), იმის განმეორების შანსი ფრიად და ფრიად მაღალია.

ამასობაში კი ბაიდენმა და პუტინმაც გაისაუბრეს (ვირტუალურად ჩახედეს ერთმანეთს თვალებში) და სულ ახლახან პრ.-მა პუტინმა თავის ყოველწლიურ დიდ პრესკონფერენციზე მათი საუბრის ზოგიერთი დეტალიც გაგვიმხილა. კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ორმხრივი წარმომადგენლების დანიშვნა შემომთავაზა სტრატეგიული საკითხების განსახილველადო (ვითომ აბაშიძე-კარასინის ფორმატის მსგავსი?!).

ნამდვილი ანეკდოტი კი იქ იწყება, სადაც პრ. პუტინი აცხადებს, რომ რფ შეშფოთებულია იმ საფრთხით, რაც უკრაინისგან ემუქრება, თუმცა დასძენს, რომ აშშ-ელ კოლეგას დაეთანხმა.

მეტიც – ამერიკის მხრიდან ეს დადებითი რეაქცია (აქვე შეგახსენებთ, რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა უფრო ადრე განაცხადა, რომ უარესს ვიზამთ, ვიდრე 2008-ში ვქენითო) და 2022 წლის იანვრიდან ამ მიმართულებით უფრო წინ გავიჭრებითო.

სიმართლე გითხრათ, მოხარული ვიქნები, თუკი დაძაბულობა განიმუხტება და, თუ მთლად ნამდვილ სიყვარულში, პარტნიორობაში მაინც გადაიზრდება, მთავარია, ამ პარტნიორობის სამსხვერპლოზე ჩვენ არ აღმოვჩნდეთ შესაწირის როლში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი